Apple-ის iOS 18 გასულ თვეში ოფიციალურად ჩაეშვა და მნიშვნელოვანი სიახლეები შემოგვთავაზა iOS Control Center-შიც. ახლა კი არსებული საკონტროლო ღილაკების გარდა, იქნება ეს Wi-Fi, Bluetooth, Flashlight თუ სხვა, Apple მესამე მხარის აპლიკაციებს საშუალებას აძლევს, შექმნან მსგავსი ჩანართები.
ქვემოთ კი ზუსტად მათზე მოგიყვებით, გაგაცნობთ 18 აპლიკაციას, რომლებიც განახლებული Control Center-იდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ, იქნება ეს ახალშობილისთვის საფენების გამოცვლის დამხმარე ვიჯეტი, დისტანციური პულტი ტელევიზორისთვის, ახალი რეცეპტების ჩანართი, მოგზაურობის ასისტენტი თუ სხვა…
1. Bulletin
AI ახალი ამბების წამკითხველი აპლიკაციაა, რომელიც სტატიებს შეგიჯამებთ. Control Center-ის 9 ვიჯეტიც აქვს, რათა კონკრეტული ქმედებები სწრაფად შეასრულოთ:
ამინდის შესახებ გაცნობებთ და ორ ვიჯეტს შემოგთავაზებთ — Weather და Maps:
3. Crouton
ვისაც ახალ რეცეპტებზე წვდომა ერთი კლიკით სურს, მიიღოს, Crouton სწორედ მათთვისაა:
მნიშვნელოვანი ინფორმაციების ჩასაწერად გამოგადგებათ, იქნება ეს სასტუმროს ოთახის ნომრები თუ პაროლები თქვენი iPhone-ისთვის:
5. FitBee
კალორიებს თუ ხშირად ითვლით, ახლა ამ საქმეს AI მიხედავს. აპლიკაცია ორ მთავარ ფუნქციას გთავაზობთ, ერთით პირდაპირ საჭმლის ფოტოებს გადაიღებთ, ხოლო მეორე კოდების დასკანერების საშუალებას მოგცემთ:
6. Focused Work
დროის მენეჯმენტისთვის განკუთვნილი აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს ფოკუსირებას უმარტივებს — საშუალებას აძლევს მათ, დაიწყონ ფოკუსირების სესია და მიიღონ წვდომა Scratch Pad-ზე, სადაც თავიანთი აზრების ჩაწერას და შემდგომში გადახედვას შეძლებენ:
7. LookUp
ლექსიკონია, რომელიც მომხმარებლებს დღეში ერთ სიტყვას ასწავლის. ამასთან, Control Center-ში სიტყვის ძიების საშუალებასაც იძლევა, მომხმარებლებს სიტყვების კამერით დასკანერებაც შეეძლებათ, რათა განმარტება გაიგონ:
8. Mango Baby
ახალშობილების მოვლას გაგიმარტივებთ და 5 ვიჯეტს შემოგთავაზებთ:
9. MediSOS
პირველადი დახმარების აპლიკაციაა — თუ მომხმარებელი არსებულ SOS ღილაკს დააჭერს, მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეატყობინებს, რომ სამედიცინო დახმარება სჭირდება:
10. Dark Noise
თქვენს საყვარელ ხმებს შემოგთავაზებთ:
11. Pedometer++
ადამიანებს ნაბიჯებს დაუთვლის, გავლილ მანძილს, კალორიებსა და გულისცემის სიხშირეს, შესაბამისად, მისი ვიჯეტებით სეირნობა, სირბილი თუ ლაშქრობა მეტად საინტერესო გახდება:
12. Saturn
დეცენტრალიზებული სოციალური ქსელებისთვის მუშაობს, რათა პოპულარული კონტენტი გვაჩვენოს. მომხმარებლებს აქ შეუძლიათ, ისეთი ჩანართები გახსნან, როგორებიცაა Communities, Highlights, Latest News, Popular Pages, Suggested Accounts თუ Trending Tags:
13. Sofa
ეს კი უკვე ინდივიდებს საშუალებას აძლევს, უყურონ, წაიკითხონ, ითამაშონ ან მოუსმინონ განსხვავებულ კონტენტს თავიანთი სიებიდან, იქნება ეს The Pile, Pinned items თუ სხვა:
14. Spark
ელ.ფოსტის ასისტენტია, რომელიც მიღებული წერილების მართვაში დაგეხმარებათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბევრი ექაუნთი ერთ შეტყობინებების ყუთში ერთიანდება — ამას 4 ვიჯეტით მოახერხებს:
15. Tripsy
მოგზაურობების დაგეგმვაში დაგეხმარებათ, მაგალითისთვის შეგიძლიათ, ჩაწეროთ, რა აქტივობებს გეგმავთ შემდგომი მოგზაურობისას, რეალურ დროში ფრენის შესახებ განახლებულ ინფორმაციებსაც მიიღებთ და ხარჯებსაც ადევნებთ თვალს:
16. TV Remote
მოკლედ გეტყვით, დისტანციური პულტის ფუნქციას ითავსებს LG-ის, Samsung-ის, Roku-სა და Sony-ის ტელევიზორებისთვის:
17. Waterllama
თქვენს ჰიდრატაციაზე იზრუნებს და ყოველდღიურად დააკვირდება, რამდენი წყალი მიიღეთ. ვიჯეტიც აქვს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, წყლის გარდა, თქვენს რაციონს სხვა სასმელიც დაამატოთ და მისი მიღების სიხშირეც აკონტროლოთ:
18. Zenitizer
დაბოლოს, მედიტაციის აპლიკაციას შემოგთავაზებთ, რომელიც წამმზომის დაყენების საშუალებას მოგცემთ, მშვიდი სიმღერების მოსმენასაც შემოგთავაზებთ, თქვენს ყოველდღიურ მიზნებსაც დააკვირდება და შემახსენებელი შეტყობინებების დაყენებასაც შეგაძლებინებთ: