არ გეგონოთ, რომ ყველაზე დიდ განახლებებს iOS 18 iMessage-ში ან Messages-ის აპლიკაციაში გპირდებათ AI emoji-ის, Genmoji-ისა თუ სატელიტით ტექსტების გაგზავნის შესაძლებლობით. აქ საუბარი შეტყობინებების დაგეგმვაზე დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სასურველ თარიღსა და დროზე გაგზავნით. ამასთან, მხარს RCS-საც დაუჭერს — შეტყობინებების თანამედროვე სტანდარტს და SMS-ების ალტერნატივას, რაც ანდროიდის მქონე მომხმარებლებთან მიმოწერას მეტად გაამარტივებს. თანაც ეს განახლებები უკვე ხელმისაწვდომია iOS 18-ის საჯარო ბეტა ვერსიაში, რომელიც ამ კვირაში ჩაეშვა.
მართალია, WWDC 2024-ზე გაცხადებულ ამბებში ცოტათი დაიჩრდილა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტყობინებების ფუნქციას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ადამიანთა ყოველდღიურ კომუნიკაციაზე…
თანაც წლების მანძილზე მომხმარებელთა მოთხოვნამ შეტყობინებების დაგეგმვისადმი დეველოპერებს უბიძგა, არაერთი აპლიკაცია შეექმნათ, რომელიც მათ კონკრეტულ დროზე შეტყობინების გაგზავნას შეახსენებდა. ახლა კი iOS საშუალებას მისცემს მათ, შეტყობინებები ჩაშენებული ფუნქციონალით გააგზავნონ, რაც პროცესსაც მეტად ამარტივებს.
უნდა ითქვას, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ ბიზნესებს ტელეფონით განაგებენ ან მხოლოდ ღამის 3 საათზე ახსენდებათ, რომ მნიშვნელოვანი შეტყობინება აქვთ გასაგზავნი, დაგეგმვის ფუნქცია იდეალურთან მიახლოებულიც კი უნდა იყოს. განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება სხვადასხვა სასაათო სარტყელში მცხოვრები ადამიანებისთვის… ეფლის სქრინშოთი კი ამ ფუნქციით ვინმესთვის დაბადების დღის მილოცვის გაგზავნასაც არ დაგავიწყებთ.
რაც შეეხება RCS-ის მხარდაჭერას, დიდი ხნის მანძილზე გუგლი მოუწოდებდა ეფლს, მიეღო სტანდარტი, რომელიც ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებს შორის კომუნიკაციას გააუმჯობესებდა. იმის გამო, რომ Apple დიდი ხანი იყო უარზე, ამბობენ, რომ ანდროიდის მომხმარებლებთან ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას, არც ტექსტის აკრეფის ინდიკატორი ჩანდა და არც ის, წაიკითხა თუ არა იგი, ფოტოები და ვიდეობიც ხშირად დაბლარული იყო.
აი, ახლა კი შეტყობინების ველი ღია ნაცრისფერი შრიფტით იქნება წარმოდგენილი და ასე მიუთითებს, რომ მხარს უჭერს ტექსტურ შეტყობინებებსა და RCS-ს. ეს უკანასკნელი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, „უფრო დიდ მედიაზე მიიღონ წვდომა და მეტად სანდო ჯგუფურ შეტყობინებებზეც, SMS-ისა და MMS-ისგან განსხვავებით…“.