ამ კვირაში ეფლმა მომხმარებლებს ახალი iOS 26.2 beta შესთავაზა და მასთან ერთად მნიშვნელოვანი განახლებებიც გააცნო: მათ უკვე Liquid Glass-ის ვიზუალის მორგება შეეძლებათ iPhone-ის Lock Screen-ის საათზე, მაღვიძარას დაყენება Reminders-ის აპლიკაციაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს უკვე ლაივ თარგმნის ფუნქციის გამოყენებაც. თუმცა სიახლეები არც ამით მთავრდება…
ამგვარად, ეფლის ისედაც განახლებული Liquid Glass-ის დიზაინი კვლავ განიცდის მრავალ ცვლილებას. ბოლო განახლების ფარგლებში კი მომხმარებლებს სლაიდერს სთავაზობს, რომელიც მათ დაბლოკვის ეკრანზე ნაჩვენები საათის გამჭვირვალობის დარეგულირებაში დაეხმარება. თუმცა, ამასთან ერთად, Liquid Glass-ის სრულად გამორთვის ვარიანტი კვლავ იარსებებს.

რაც შეეხება Reminders-ის აპლიკაციას, როცა აქ Urgent-ის ვარიანტს მიუთითებთ, მაღვიძარას დაყენების ვარიანტიც გამოგიჩნდებათ — ამ ფუნქციას მომხმარებლები ითხოვდნენ, ახლა კი ეფლი უფრო მეტ შანსს აძლევს მათ, რომ აღარ დაავიწყდეთ მნიშვნელოვანი საქმეები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, EU-ს მომხმარებლებისთვის iOS 26.2-ის გამოშვების ფარგლებში, AirPods-ზე პირდაპირი თარგმანის ფუნქცია გააქტიურდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე სხვა ენაზე ესაუბრება მომხმარებელს, Siri-ის თარგმნა AirPods-ის საშუალებით შეეძლება. სულ თავიდან ეს ფუნქცია ამერიკაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა, თუმცა ევროკავშირში მანამ არა, სანამ მათივე Digital Markets Act-ის მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს…

არ გეგონოთ, რომ ამით iOS 26.2 beta-ს სიახლეები მთავრდება. Apple News აპლიკაციას ქვედა ნავიგაციის ზოლში ახალი ჩანართი Follow ექნება, რაც მოიცავს ფავორიტებს, შენახულ სთორებსა და ისტორიებს. მომხმარებლები ახალ ღილაკებსაც ნახავენ, რათა სწრაფად მიიღონ წვდომა ისეთ თემებზე, როგორებიცაა Food, Politics, Puzzles და Sports.

Apple Podcasts-ში კონკრეტული ეპიზოდებისთვის AI თავები იქნება წარმოდგენილი, აქვე დაგხვდებათ Podcast Mentions-ის ფუნქციაც — თუ პოდკასტის წამყვანი ეპიზოდის დროს სხვა შოუს ახსენებს, Apple Podcasts ეპიზოდის აღწერილობაში ავტომატურად დაამატებს ამ შოუს ბმულს.
სხვა სიახლეებს შორისაა Apple Music-ზე სიმღერის ტექსტის ოფლაინ რეჟიმში ჩვენება, ანუ მაშინ, როცა ინტერნეტთან წვდომა არ ექნებათ. ამას ემატება აიფონის ეკრანის ანთების ფუნქციაც შეტყობინების მოსვლისას, რომლის გააქტიურებას მომხმარებლები პარამეტრების Accessibility-დან შეძლებენ.
iOS 26.2-ის საჯაროდ ჩაშვება დეკემბერში იგეგმება.










