in

iOS 26.4-ის მთავარი სიახლეები: ვიდეოპოდკასტები, Apple Music-ის AI-ფლეილისტები და უსაფრთხოება

Apple-მა ამ კვირაში გამოუშვა თავისი მობილური ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია iOS 26.4, რომელიც მოიცავს რამდენიმე ახალ ფუნქციას, მათ შორის AI-ზე დაფუძნებული ფლეილისტების გენერირებას Apple Music-ში, ვიდეოკონტენტის მხარდაჭერას Apple Podcasts-ში და სხვა სიახლეებს.

განახლება ამჟამად ხელმისაწვდომია საჯარო ბეტავერსიაში, ხოლო სრულ გამოშვებას ელოდებიან მარტში ან აპრილში.

Apple Music-ის AI-ფლეილისტები

ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი სიახლე Apple Music-შია. iOS 26.4 ამატებს ახალ AI ფუნქციას „Playlist Playground“, რომელიც იყენებს Apple Intelligence-ს.

ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე შექმნან 25-სიმღერიანი პერსონალური ფლეილისტი, მაგალითად: „ენერგიული სავარჯიშო მიქსი“ ან „მშვიდი საღამოს განწყობა“. შემდეგ შესაძლებელია შედეგების დახვეწა და შესაბამისი ქავერარტის არჩევაც.

გარდა ამისა, განახლდა აპლიკაციის ინტერფეისი. ალბომებისა და ფლეილისტებისთვის ახლა სრულეკრანიანი ილუსტრაციებია ნაჩვენები.

Concerts Near You

Apple Music-ში დაემატა ახალი განყოფილება “Concerts Near You”, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება საყვარელი არტისტების ცოცხალი კონცერტების აღმოჩენაში.

შესაძლებელია ფილტრაცია თარიღისა და ჟანრის მიხედვით, ასევე ლოკაციის შეცვლა მოგზაურობის შემთხვევაში.

ვიდეოეპიზოდები Apple Podcasts-ში

Spotify-ს ვიდეომიმართულებით აქტიურობის შემდეგ, Apple Podcasts-შიც შესაძლებელი ხდება აუდიო და ვიდეოეპიზოდებს შორის მარტივად გადართვა.

შემქმნელებს შეუძლიათ ვიდეოპოდკასტების გამოქვეყნება HTTP Live Streaming (HLS) ტექნოლოგიით, ხოლო მსმენელები ერთსა და იმავე ეპიზოდში აუდიოდან ვიდეოზე გადართვას შეუფერხებლად შეძლებენ, მათ შორის ჰორიზონტალურ სრულეკრანიან რეჟიმში.

ვიდეოეპიზოდები ინტეგრირებული იქნება რეკომენდაციებთან და სარედაქციო შერჩევებთან, ისევე როგორც აუდიოპოდკასტები.

HLS უზრუნველყოფს ავტომატურ ხარისხის ადაპტაციას Wi-Fi-სა და მობილურ ქსელზე, ასევე შესაძლებელი იქნება ვიდეოების ჩამოტვირთვა ოფლაინრეჟიმში.

გაშვებისას HLS მხარდაჭერილია შემდეგი პლატფორმების მიერ: Acast, ART19 (Amazon-ის პლატფორმა), Omny Studio (Triton-ის პლატფორმა) და SiriusXM, მათ შორის SiriusXM Media, AdsWizz და Simplecast.

შემქმნელებს ასევე შეეძლებათ ვიდეოპოდკასტებში დინამიკური ვიდეორეკლამების ჩასმა. Apple თავად არ იღებს საფასურს პოდკასტების გავრცელებისთვის, თუმცა წლის ბოლოს მონაწილე სარეკლამო ქსელებს მოუწევთ  საფასურის გადახდა.

დაშიფრული RCS შეტყობინებები

შეტყობინებების სისტემა Rich Communication Services (RCS) შეტყობინებებისთვის იწყება ბოლომდე დაშიფვრის (E2EE) ტესტირება. მომავალში ეს უზრუნველყოფს, რომ iPhone-სა და Android-ს შორის გაგზავნილი შეტყობინებები ისეთივე დაცული იყოს, როგორც iMessage.

ამ ეტაპზე Apple ბეტარეჟიმში მხოლოდ iPhone-ებს შორის ტესტავს ამ ფუნქციას. ასეთი ჩატები მონიშნული იქნება, როგორც დაშიფრული და გზაში ვერავინ შეძლებს მათ წაკითხვას. ფუნქციის საჯარო გამოშვება მოგვიანებით იგეგმება iOS, iPadOS, macOS და watchOS ვერსიებში.

Stolen Device Protection ჩართულია

iOS 26.4-ის მნიშვნელოვანი ნაწილია უსაფრთხოების გაუმჯობესებებიც. Stolen Device Protection ჩართულია და დამატებით ბიომეტრიულ ავთენტიფიკაციას (Face ID ან Touch ID) ითხოვს ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა შენახული პაროლების ნახვა ან ანგარიშის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ეს ამცირებს რისკს, თუ მოწყობილობა მოიპარეს.

ვიდეოს მხარდაჭერა CarPlay-ში

Apple CarPlay-იც ახლდება. უკვე შესაძლებელია ვიდეოს გაშვება გარკვეული აპებიდან, მათ შორის Apple TV-დან, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ავტომობილი გაჩერებულია. ეს – უსაფრთხოების მიზნით. ფუნქციონალი განსაკუთრებით სასარგებლოა მგზავრებისთვის ან მშობლებისთვის, რომლებიც მანქანაში ლოდინის რეჟიმში არიან.

სხვა პატარა სიახლეები

  • App Store-სა და სხვა Apple-აპებში გაჩნდა ერთიანი Apple Account Hub, რომელმაც ჩაანაცვლა ძველი „პროფილის“ სექცია
  • Messages აპში შეტყობინების დაწერისას ახალი ანიმაცია დაემატა
  • Wallpaper Gallery განახლდა – კატეგორიები გადანაწილდა ახალი დიზაინით (Weather, Astronomy, Emoji და სხვა). მსგავსი განახლება შეეხო Apple Watch-ის Face Gallery-საც.

რატომ არის Depop ზეტ თაობის ერთ-ერთი რჩეული პლატფორმა

„მცირე ტექნიკური დეტალიდან მასშტაბურ ფინანსურ შედეგამდე – QS-ის სტანდარტები ბაუმერში“, ანა ტაბატაძის ინტერვიუ