in

iOS 26 beta 6-ს ახალი სატელეფონო ზარები და სხვა ფუნქციები დაემატა

ეფლმა თავისი საოპერაციო სისტემის iOS 26-ის მეექვსე ბეტა ვერსია შესთავაზა დეველოპერებს, განახლებებით iPad-ზე, Apple Watch-ზე, Apple TV-ზე, Mac-სა და სხვა მოწყობილობებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა უახლოვდება სექტემბერში საჯარო ჩაშვების თარიღს, არც ისე დიდი ცვლილებების მომსწრე ვხდებით, თუმცა ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებენ. Beta 6-ში ახალი სატელეფონო ზარები, კამერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ახალი გამოცდილებები და სხვა განახლებები დაგხვდებათ. 

ცვლილებები ათობით ახალ სატელეფონო ზარს მოიცავს, რომელთაგანაც reflection-ის დამატება მომხმარებლებისთვის მოულოდნელი იყო. განსაკუთრებული მოწონება უკვე Dreamer-მა დაიმსახურა. ამბობენ, რომ ჩუმი რეჟიმის მოყვარულებსაც კი შეაცვლევინებს აზრს…

iOS 26 beta 6-ში კამერის აპლიკაციის მდებარეობის საკითხიც გადაწყდა — Apple-ის მიერ კამერის რეჟიმის გადამრთველის შეხებაზე რეაგირების შეცვლილმა მეთოდმა საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან მანამდე არსებულისგან განსხვავდებოდა. Beta 5-ში ეფლმა ამ საკითხს პარამეტრებიდან Classic Mode-ზე გადასვლით უპასუხა, რომელიც კამერის აპლიკაციას თავდაპირველ ადგილზე აბრუნებდა. 

ამჯერადაც ამ გზას მიმართავს, მომხმარებლებს შეეძლებათ, კვლავ გამორთონ Natural scrolling Macbook-ის Trackpad-ით ან Safari-ის მისამართების ჩანართიდან. რაც შეეხება სქროლვის მიმართულებას, Beta 6-ში პარამეტრების გადამრთველი მოხსნა და გადახვევის მიმართულება ისე დატოვა, როგორც ადრე იყო.

სხვა მნიშვნელოვანი განახლებები კი სწრაფ გადასვლებს, ახალ ღია და დახურულ ანიმაციებს მოიცავს აპლიკაციების ჩაშვებისთვის. რაც შეეხება Liquid Glass-ს, ამბობდნენ, რომ გარკვეულ სივრცეებში რთულად წაკითხვადი იყო, ამიტომაც ახალ ბეტა ვერსიაში ამის გამოსწორებას ეცადნენ. 

ხოლო, მას შემდეგ, რაც OS-ში შეხვალთ, ახალი გახსნის გამოცდილების მომსწრენი გახდებით, რომელიც Liquid Glass-სა და iOS 26-ის სხვა ფუნქციებს გაგაცნობთ, მათ შორის მუქ და გამჭვირვალე სიმბოლოებს, მრავალი აპლიკაციის ინტერფეისის რედიზაინს…

მთლიანობაში, მომხმარებლები ამ განახლებას, წინა მცდელობებთან შედარებით, მეტად სტაბილურად და სწრაფად აღწერენ. ამასთან, გვიდასტურებენ, რომ ეფლი საჯაროდ ჩაშვების ფაზას უახლოვდება…

Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია

რას ვთმობთ, რას ვიღებთ და როგორ ვაშენებთ ლიდერობას ახლიდან