თუ ხშირად გიწევთ ვიდეოზარებით კომუნიკაცია, უკან ოჯახის წევრის ჩავლის უხერხულობა თქვენთვისაც ნაცნობი იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სენსიტიურ კადრებზე. ამიტომაც iOS 26 ამ უხერხულობებისგან გვთავაზობს თავის დაღწევას. FaceTime-ის ახალი ფუნქციით პოტენციურად არასასიამოვნო სცენარებს წარსულს ჩააბარებს, ვიდეოს დააპაუზებს, თუ თქვენ უკან ვინმე შიშველი გაივლის.
ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მონაწილეებისთვისაც დაპაუზდება ვიდეო, თქვენ კი შეტყობინების სახით გეტყვით, რომ აუდიო და ვიდეო სენსიტიური კადრის გამო დაპაუზდა და თუ დისკომფორტს განიცდით, შეგიძლიათ ზარი დაასრულოთ. შესაბამისად, აქ ორი ვარიანტი გაქვთ: Resume Audio & Video ან End Call.
„Communication Safety გააქტიურდება, როცა სიშიშვლე დაფიქსირდება FaceTime-ის ვიდეო ზარების დროს და, ასევე, Photos-ის Shared Album-ში სიშიშვლეს დაბლარავს“, — ვკითხულობთ ეფლის განცხადებაში.
ამჯერად ფუნქცია iOS 26 developer beta რეჟიმშია ჩაშვებული, უკვე ივლისისთვის საჯარო ბეტა ვერსიაც გამოვა და სწორედ აქ მივიღებთ უახლეს ფუნქციაზე წვდომას.