in

რა ფუნქციები აქვს ახალ iOS 27 beta 5-ს

Apple-მა iPhone-ის ოპერაციული სისტემის ახალი ბეტა ვერსია, iOS 27 beta 5 წარადგინა, რომელიც დიზაინის ცვლილებებსა და ფუნქციურ განახლებებს მოიცავს. თუმცა, განახლების მთავარი სიახლე ვიზუალური ელემენტების გარდა, სისტემურ ფაილებში აღმოჩენილი ჩანაწერებია, რომლებიც iPhone 18-ის მომავალი სერიის 6 ახალ მოდელზე მიუთითებს.

ვიზუალური და ფუნქციური სიახლეები iOS 27 beta 5-ში

ახალ ვერსიაში ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება რამდენიმე ძირითადი აპლიკაციის განახლებული ხატულებია, მათ შორის არის Safari, Siri, Preview, App Store და Remote. გარდა ამისა, გარკვეულ აპლიკაციებს Liquid Glass დიზაინის მცირე შტრიხები დაემატა. Siri-ს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალიც გაუმჯობესდა, სადაც მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მეტყველების ტემპისა და ექსპრესიულობის დარეგულირება ამერიკული და ბრიტანული ინგლისურის ყველა ხმოვან ვარიანტში.

კონტაქტების აპლიკაციას დაემატა კომპანიის დასახელების გამოჩენის შესაძლებლობა, ძიებისას. Apple-მა ასევე გააფართოვა ძიების ფუნქციის მართვის პარამეტრები, სადაც შესაძლებელია აპლიკაციების შედეგებში გამოჩენის რეგულირება, ოთხი ან რვა აპლიკაციის გამოჩენის არჩევა და ინტერნეტში ძიების ახალი ოფციის გამოყენება.

მცირე ცვლილებებს შორის არის პროგრამული განახლების განყოფილებაში ბოლო განახლების თარიღის გამოჩენა, საათის აპლიკაციაში მაღვიძარასა და ტაიმერისთვის ოდნავ სქელი შრიფტის გამოყენება და მართვის ცენტრში საკომუნიკაციო ქსელის ინფორმაციის დამალვა Wi-Fi-თან დაკავშირებისას. სისტემის განახლება შესაძლებელია პარამეტრების მენიუდან, სადაც პროგრამული განახლების სექციაში ირჩევენ iOS 27-ის დეველოპერთა ბეტა ვერსიას.

ცოტა რამ iPhone 18-ის სერიის შესახებაც გავიგეთ

სისტემურ ფაილებში პირველად გამოჩნდა 6 ახალი მოდელის იდენტიფიკატორი, კერძოდ V62, V63, V64, V67, V68 და V69. გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ეს კოდები შეესაბამება iPhone Air 2-ს, iPhone 18 Pro-ს, iPhone 18 Pro Max-ს, სტანდარტულ iPhone 18-ს, მოსალოდნელ კეცვად iPhone Ultra-ს და iPhone 18e-ს. ეს ჩანაწერები უახლესი სერიის გამოსვლის ალბათ ყველაზე მკაფიო დასტურია.

წყარო: Mashable

„ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში” – SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა

Lenovo – Esports World Cup 2026-ის დამფუძნებელი პარტნიორი გახდა