ნებისმიერი ახალი იდეა, წარმატება თუ საქმე ფანქრით იწყება. ფანქარი აკეთებს იმის მონახაზს, რაც შემდეგ რეალობად იქცევა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთი ნივთია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე თან გვაქვს.
ფანქრისთვის კონკურენციის გაწევა Apple-ში გადაწყვიტეს და iPad Air-ის პირველი რეკლამისთვის მთავარ ობიექტად ფანქარი აირჩიეს. მარტივი ინსტრუმენტი გენიალური იდეებისთვის.
მთელი ვიდეოს მანძილზე შთაბეჭდილებაა თითქოს ფანქარზეა საუბარი. ფანქრის უკან iPad Air-ი იმალება, რომელიც უფრო თხელი (7,5მმ.) და უფრო მსუბუქი (450გრ.) გახდა.
რეკლამას ბონუსად ცნობილი სერიალის “Breaking Bad” მთავარი გმირი, უოლტერ ვაიტი ანუ ბრაიან კრენსტონი ( Bryan Cranston ) ახმოვანებს.
გაიცანით ახალი iPad Air.
პ.ს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple შედარებისთვის ფანქარს იყენებს. თუმცა iPad Air-ის შემთხვევაში ფანქარი მხოლოდ მისი ზომის გამო არ აირჩა, ძირითადი ყურადღება მის ფუნქციონალურობაზე და შესაძლებლობებზეა გამახვილებული.
2005 წელი, iPod nano პირველი პროდუქტი, რომელიც Apple-მ ფანქარს შეადარა.












