როგორც ჩანს, ახალი iPad Pro ზუსტად ისაა, რასაც თანამედროვე, მარტივი, მრავალფუნქციური, მოსახერხებელი და სწრაფი ტექნოლოგია ჰქვია. Apple მომხმარებელს ისეთ პრუდუქტს სთავაზობს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან ხელსაყრელი და საჭიროა. თანაც, პირველად სწორედ iPad Pro-ზეა ხელმისაწვდომი iOS 11, რომელიც პლანშეტის მსგავსად, საოცარი ფუნქციებით გამოირჩევა. ბრენდმა სიახლისთვის ეფექტური სარეკლამო ვიდეორგოლიც შექმნა. 1წუთიანი ვიდეო ზუსტად გადმოსცემს ყველა იმ სასარგებლო შესაძლებლობას, რაც ახალ iPad Pro-ს აქვს: გაუმჯობესებული სენსორი, ეკრანის მოსახერხებელი ზომა, განათება და გაცილებით მეტი ფერის აღქმის უნარი, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რაც ახალ პროდუქტს სხვებისგან გამოარჩევს.
https://www.youtube.com/watch?v=UR5ODc5Wbbo














