in

პლანშეტების თაობა, რომელმაც არ იცის, რა არის კომპიუტერი – Apple-ის ვიდეორგოლი

მშობლების შიში იმასთან დაკავშირებით, რომ კომპიუტერი ბავშვებს ყველაფერს შეუცვლიდა, არ გამართლდა, რადგან ამას გაცილებით უფრო ეფექტურად ახალი თაობის პლანშეტი აკეთებს. მართალია, პატარების ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს ახლა ეს მოსახერხებელი, კომფორტული და მრავალფუნქციური ტექნიკა იკავებს, რომლის შესაძლებლობებიც წარმოუდგენელია, თუმცა, ამით ბავშვების არც გონებრივი, არც ფიზიკური განვითარება არ იზღუდება. ყოველ შემთხვევაში, ასე აფასებს ვითარებას Apple, რომელმაც ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ვიდეოს მთავარი გმირი თავისი პატარა და კომპაქტური iPad Pro-ს დახმარებით სხვადასხვა საინტერესო დავალებას ასრულებს. ბრენდმა რეკლამის ბოლოს ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ახალი თაობისთვის კომპიუტერი უკვე მოძველებული და უინტერესო ტექნიკაა.

M2

 

https://www.youtube.com/watch?v=sQB2NjhJHvY

ფარელ უილიამსის სიმღერა, რომელსაც კაცობრიობა 100 წლის შემდეგ მოისმენს! – Louis XIII-ის კამპანია გარემოს დასაცავად

ღვინის დისპენსერი Easy Wine-ში! – თბილისში ღვინის მოყვარულებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა