12
Sep
2019

iPhone 11-ს შინაური ცხოველის პორტრეტის რეჟიმი აქვს

12 Sep 2019

ახალ iPhone-ს ცხოველის პორტრეტის რეჟიმი აქვს – ამის შესახებ Apple-ის სპეციალურ ღონისძიებაზე განაცხადეს, სადაც iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინეს. სიახლეს აიფონის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ოვაციებით შეხვდა, ნაწილმა კი შეამჩნია, რომ მსგავსი ფუნქცია სხვა მწარმოებლების ფლაგმანებსაც აქვთ.

Alta
Alta

საქმე ისაა, რომ შინაური ცხოველის პორტრეტის რეჟიმი iPhone XR-ს არ ჰქონდა, რადგან მას ერთი კამერა აქვს. ამ რეჟიმისთვის სმარტფონს ორი კამერა სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვათ, შესაძლოა სხვა მწარმოებლების სმარტფონებში ეს ფუნქცია სიახლე არაა, თუმცა, iPhone 11 პირველი აიფონია, რომელსაც ეს შეუძლია. მას აქვს ულტრაფართო კამერა, რომელიც ძირითად კამერასთან ერთად მუშაობს და უკეთ, მეტად სანდოდ არჩევს საგნებს ერთმანეთისგან.

განხილვა