in

საქართველოში iPhone 12-ის და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები იწყება

საქართველოში  iPhone 12-ს და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური გაყიდვები 30 ოქტომბრიდან დაიწყება. Apple-ის უახლესი მოდელები ისტორიაში პირველად, შეერთებულ შტატებში გაყიდვების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება.

BOG
BOG

Apple-ის 13 ოქტომბერს გამართულ ვირტუალურ პრეზენტაციაზე, კომპანიამ iPhone-ის ოთხი ახალი მოდელი ერთდროულად წარმოადგინა რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა ხდის ახალ მოდელებს საინტერესოს და როგორ შეგიძლიათ დაისაკუთროთ ოფიციალური iPhone 12 და iPhone 12 Pro ყველაზე საუკეთესო პირობებით პირველებმა?

iPhone 12 ახალი თაობის მოდელია მსუბუქი, კიდევ უფრო თხელი, ალუმინის კორპუსით დაფარული ვიზუალით. მას გააჩნია  6,1-დიუმიანი OLED ეკრანი, კიდიდან კიდემდე დაფარული ახალი, Ceramic Shield მასალით, რომელიც ყველა სხვა „სმარტფონებთან“ შედარებით, დაზიანების რისკს ოთხჯერ ამცირებს. გარდა ამისა, iPhone 12-ს გააჩნია ულტრა ძლიერი A14 Bionic პროცესორი, რომლის წყალობით ის ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედები. მას შეუძლია, შეასრულოს ნებისმიერი დავალება არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.

კიდევ უფრო გაუმჯობესდა „სმარტფონის“ ორმაგი კამერა, ის უკეთესად იღებს განსაკუთრებით ღამის განათების რეჟიმში. რაც შეეხება ვიდეოს, მას გააჩნია პირველი 4K რეზოლუცია Dolby Vision-ის სტანდარტით. გარდა ამისა, iPhone 12 წარმოგვიდგენს MagSafe ტექნოლოგიას. ეს არის მაგნიტური სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუკავშიროთ უკაბელო დამტენი და ახალი აქსესუარები, რომლის შერჩევა ათობით ვარიაციიდან შეგიძლიათ. უახლესი მოდელები 5 ფერშია წარმოდგენილი: შავი, თეთრი, წითელი, მწვანე და ლურჯი. და რაც ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს Apple–ის მოყვარულებს, iPhone 12–ში დაბრუნდა ყველასთვის საყვარელი, iPhone 5-ის კლასიკური მოდელის კორპუსის დიზაინი, მომრგვალებული კიდეების გარეშე.

23 ოქტომბრიდან Apple–ის ოფიციალური რესელერების ვებგვერდებზე, Apple-ის მოყვარულ მომხმარებლებს  წინასწარი შეკვეთების მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. ოფიციალური წარმომადგენლების მეშვეობით, მომხმარებლებს ახალი iPhone 12 და iPhone 12 Pro  წინასწარი შეკვეთა განვადების საშუალებითაც შეეძლებათ. უახლესი მოდელების რაოდენობა შეზღუდულია.

რაც შეეხება iPhone 12 mini და iPhone 12 Pro Max-ის მოდელებს, მათი ოფიციალური გაყიდვები მოგვიანებით დაიწყება.

iPhone 12 და iPhone 12 Pro ხელმისაწვდომი იქნება მაღაზიებში: iSpace (Apple Premium Reseller), Alta, Elit Electronics, iPlus, iStore, iTechnics, Silknet.

 

[პარტნიორის კონტენტი]

გაიცანით ცხენი კურტი – გადაშენების პირას მყოფი ჯიშის კლონი

“კვერცხზე გრავირება პეპელას ჰგავს, ხელს თუ ძალიან მოუჭერ, მოკვდება, თუ ნელა – გაგიფრინდება” – გიორგი შოვნაძე