in

სად და როგორ შეგიძლიათ iPhone 13-ის შეძენა? – საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორის, „ელიტ ელექტრონიქსის“ რჩევები

დიდი მოლოდინის შემდეგ, Apple-მა 14 სექტემბერს, ახალი iPhone-ის პრეზენტაცია გამართა, სადაც ახალი iPhone 13/mini/pro/pro max წარადგინა. წარდგენისთანავე ეს „სმარტფონი“ აღიარეს, როგორც ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა, „ეფლის“  ისტორიაში. ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების გამოცდა Apple-ის მოყვარულებს უკვე შეუძლიათ საქართველოშიც. 14  ოქტომბრის ჩათვლით, „ელიტ ელექტრონიქსში“ ახალი iPhone 13/mini/pro/pro max-ის წინასწარი შეკვეთები მიმდინარეობს. რა იგულისხმება ამაში და რას გვთავაზობს ბრენდი?! – დეტალურად „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის განყოფილებაში გვიყვებიან.

„კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“, რომელიც „ეფლის“ ოფიციალური „რესელერია“, საქართველოში, 14 ოქტომბრის ჩათვლით, ერთგულ მომხმარებელს, საშუალებას ვაძლევთ, შეიძინოს სასურველი ფერის, დიზაინისა და მოცულობის მქონე ახალი iPhone 13/mini/pro/pro max, წინასწარ.  ეს ნიშნავს, რომ ირჩევთ სასურველ „სმარტფონს“, ავანსის სახით იხდით მხოლოდ 100 ლარს და მობილური ტელეფონი ავტომატურად დარეზერვებულია თქვენს სახელზე. „ელიტ ელექტრონიქსში“ შეძენილ ყველა iPhone-ს მოჰყვება ოფიციალური გარანტია, თუმცა, ის მომხმარებლები, რომლებიც 15 ოქტომბრამდე შეიძენენ ახალ iPhone 13/mini/pro/pro max-ს, საჩუქრად მიიღებენ JBL-ის „ბადსებს“.

რით განსხვავდება ახალი iPhone 13 წინა მოდელებისგან და რას გულისხმობს „წარმოუდგენელი შესაძლებლობა“? 

iPhone 13-სა და მის წინა მოდელებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობაა.

  • პირველი ეს არის რევოლუციური ორმაგი კამერა – ახალ iPhone 13/mini-ს უკანა კამერის ორი ლინზა დიაგონალურად აქვს განლაგებული, რაც გადასაღები არეალის მოცულობას კიდევ უფრო გააფართოებს. განახლებული კუთხის კამერა, ახალი სენსორის მეშვეობით, ახერხებს ფოტოსა და ვიდეოს უფრო დეტალურად იღებს ბნელ ადგილებში. ამას ემატება ასტრო ფოტოგრაფიის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ღამით ცაზე ვარსკვლავების გადაღებას. ე.წ. პორტრეტის რეჟიმის გამოყენება ახალ „სმარტფონში“ ვიდეოს გადაღების დროსაც არის შესაძლებელი. Smart HDR 4 უზრუნველყოფს გაძლიერებულ ფერებს, კონტრასტსა თუ განათებას უფრო რეალისტური და ბუნებრივი ფოტოებისთვის. Senior Shift OIS სტაბილიზაცია კი სტაბილური ვიდეოს გადაღებაში დაგეხმარებათ.
  • მეორე განსხვავება არის კინოეფექტი – “cinematic mode“, კიდევ ერთი ახალი რეჟიმი, რომელიც დამატებული აქვს iPhone 13-ს, როგორც მთავარ ისე ფრონტალურ კამერაზე. ამ ფუნქციის საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება გადაიღოს ისეთი ვიდეო, რომელიც ფილმს ჰგავს.
  • მესამე გახლავთ სუპერ გამძლე ეკრანი და მის დახვეწილი დიზაინი –  iPhone 13-ის ეკრანი აღჭურვილია სპეციალურად iPhone-ისთვის შექმნილი კერამიკული ფარის მასალით, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე ნებისმიერი სხვა „სმარტფონის“ მინა. Super Retina XDR OLED ეკრანი, დღისით 28%-ით უფრო ნათელი და ენერგო-ეფექტურია.
  • მეოთხე და უმნიშვნელოვანესი ტექნიკური მახასიათებლებია – ახალ iPhone 13/mini/pro/pro max-ს გააჩნია წარმოუდგენლად მძლავრი ბატარეა და ულტრა სწრაფი A15 Bionic ჩიპი. „სმარტფონების“ ისტორიაში პირველად, მეხსიერება 64 GB-დან 1 TB-ის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი. ახალი ფლაგმანი ფლობს IP68 წყალგაუმტარ ნიშანს და გაუმჯობესებულ 5G მხარდაჭერის სისტემას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელები წარმოდგენილია კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფერებში: iPhone 13/mini – Pink, Blue, Midnight, Starlight, Red. iPhone 13 pro/pro Max – Sierra Blue, Silver, Gold, Graphite.

 

როგორ  შევიძინოთ ახალი iPhone 13?

15 ოქტომბრიდან, ახალი iPhone 13/mini/pro/pro max-ის შეძენა, შესაძლებელია როგორც  ვებგვერდზე, ისე – „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. 14 ოქტომბრის ჩათვლით კი ხდება წინასწარი შეკვეთა, რომელსაც დამატებით საჩუქრებიც მოჰყვება.

მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ iPhone-ის Apple-ს ოფიციალურ პარტნიორთან შეძენის შემთხვევაში, უფრო დაცულია და მის ტელეფონს ოფიციალური გარანტია გააჩნია, „ელიტ ელექტრონიქსი“ კი Apple-ს ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს ბრენდის გამოცდილების სასწავლო-საკონსულტაციო კურსს სთავაზობს!

სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარების სანაცვლოდ იტალიის ფეხბურთს ფედერაცია 200 მილიონ ევროს მიიღებს