in

iPhone 13-ის მომხმარებლები რამდენიმე ბაზარზე სატელიტურ კავშირს მიიღებენ

ფუნქციას ერთგვარი “გადაუდებელი ღონისძიების” სახე მიეცემა

veon
veon

როგორც იქნა, Apple-ს შეუძლია, iPhone 13-ში სატელიტური კავშირი ჩართოს. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ სერვისს შერჩეულ ბაზრებზე გაყიდული მოწყობილობები მიიღებს.

ცნობილი ანალიტიკოსის მინ-ჩი კუოს თანახმად, ეფლი აღნიშნულ მოდელში სატელიტურ კავშირს სპეციალური ბაზის ჩიპის გამოყენებით დანერგავს. მართალია, სხვა ანალიტიკოსები მსგავსი პროგნოზის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ კვირის ანგარიშმა გავრცელებული ჭორები დაადასტურა.

მარკ გურგმანი ირწმუნება, რომ სატელიტური კომუნიკაცია გარკვეულ ბაზრებზე იქნება ჩართული. ამასთან, ფუნქციას ერთგვარი “გადაუდებელი ღონისძიების” სახე მიეცემა – იგი მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როცა ფიჭური მოქმედების ზონასთან დაკავშირება ვერ მოხერხდება.

გარდა ამისა, ეს ფუნქცია ხელს შეუშლის სატელიტური ზარების ფიჭური წვდომის გარეშე განხორციელებას. ამის მიზეზი მხოლოდ ერთია – “ეს მობილური ტელეფონის მომხმარებლების აჯანყებას გამოიწვევს, რომელთაც ეფლი ეყრდნობა”.

მიუხედავად იმისა, რომ სერვისი დაუყოვნებლივ არ იქნება ხელმისაწვდომი, კომპანია სამომავლოდ აშკარად დაინტერესებულია სატელიტური კავშირის გაფართოებით. ეს იდეა მოწყობილობებზე მონაცემების გადასაცემად საკუთარი თანამგზავრების მასივის განლაგებას ითვალისწინებს. თუმცა, სავარაუდოდა, ამ გეგმის განხორციელებამდე კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი.

რობოტის მზერას ადამიანის ფიქრებსა და ქმედებებზე დიდი გავლენა აქვს

ჩიტი აშშ-მექსიკის სასაზღვრო კედელთან – 2021 წლის კონკურსის გამარჯვებული ფოტო