ევოლუშენ საქართველომ უამრავ ადამიანს, გამოცდილების გარეშე, სამსახურის დაწყების შესაძლებლობა მისცა. ახლა კი, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, იმ ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, რომელთაც ზაფხულის უქმად გატარება არ სურთ. თითოეულ ადამიანს, რომელიც 1-ელი ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაიწყებს მუშაობას ევოლუშენში, დამატებით ეძლევა შანსი, ჩაერთოს გათამაშებაში და მიიღოს Iphone 14, Instax Mini ან AirPods მოგების შანსი.
საზაფხულო კამპანიის შესახებ კითხვებს ანა დვალიშვილი (ევოლუშენის ბრენდინგისა და კომუნიკაციის უფროსი სპეციალისტი) და ლელა ნოზაძე (ევოლუშენის ბრენდინგისა და კომუნიკაციის უმცროსი სპეციალისტი) პასუხობენ.
რა არის ახალი კამპანიის მთავარი მიზანი?
კამპანიის მთავარი მიზანია, წაახალისოს ის ახალგაზრდები, რომელთაც ზაფხულის უქმად გატარება არ უნდათ — მათ სურთ, სურვილები მიზნებად აქციონ და ახალ სამსახურთან ერთად, სასურველი ნივთების მიღების შანსი ჰქონდეთ. გვსურს, შევქმნათ გარემო, რომელშიც პირველი ნაბიჯები და დამსაქმებელთან ურთიერთობის გამოცდილება ბევრ სიურპრიზთან და მხიარულებასთან ასოცირდება
ზაფხული გართობასთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ განსხვავებული კამპანია და ვიდეოების სერია შეგვეთავაზებინა ჩვენი აუდიტორიისთვის. მთავარი მიზანი იმ უპირატესობის ჩვენებაა, რაც ზაფხულში ევოლუშენში დასაქმებას მოაქვს. ამასთან, დარწმუნებულები ვართ, კამპანიის ვიდეოები ბევრ ადამიანს გაახალისებს და ღიმილს მოგვრის. სასურველი ნივთების მისაღებად ლოდინი არ არის საჭირო, უფრო მოკლე გზაც არსებობს — დასაქმდით ევოლუშენში და მიიღეთ საჩუქრების მოგების შანსი.
გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა ის პირი, ვინც 1-ელი ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დასაქმდება თამაშის წარმდგენის ან ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე. მნიშვნელობა არ აქვს, როდის არის გამოგზავნილი განაცხადი, მთავარია სამსახურში აყვანის თარიღი ემთხვეოდეს აღნიშნულ პერიოდს — 1-ელი ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
კამპანიის დასრულების შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
საჩუქრები, რომლებიც გადაეცემათ გამარჯვებულებს: iphone 14, Instax Mini და AirPods.
[R]