in

გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 14-ში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევხვდებით

ახალ მოდელს 2022 წელს ვიხილავთ

veon
veon

iPhone 13 ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ – ეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში, Apple-ის ღონისძიებაზე მოხდება. თუმცა ე. წ. “საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებლის”, ჯონ პროსერის მიერ ახლად გამოქვეყნებული ვიდეო უკვე წინასწარ შთაბეჭდილებას გვიქმნის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება 2022 წლის მოდელი, iPhone 14.

საკუთარი ვინაობის დასაცავად, პროსერმა 3D მხატვარს სთხოვა, რეალისტური რენდერი შეექმნა, რომელიც iPhone 14-ის გაჟონილი სურათების საფუძველზე იქნებოდა კონსტრუირებული. ამ გავრცელებული ფოტოების მიხედვით ყველაზე დიდ სიახლეს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ახალ მოდელს კამერის ამობურცული ჭრილი არ ექნება, კამერის ლინზები კი კიდევ უფრო დიდი ზომისაა.

უფრო მეტიც, JP Morgan Chase-ის ადრინდელი მოხსენება, რომელიც ამტკიცებდა, რომ iPhone 14 ტიტანისგან იქნებოდა დამზადებული (ნაცვლად ჩვეულებრივი ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისა), კვლავ დადასტურდა.

ასევე, კომპანიამ შეიძლება, საბოლოოდ გააუქმოს მობილური ტელეფონის წინა ჭრილი, რომელიც Samsung Galaxy S21-ს მოგვაგონებს. უკვე რამდენიმე თვეა, ჭორები აქტიურად ვრცელდება ჭრილის ამოღების შესახებ, რასაც ეფლის ცნობილი ანალიტიკოსი მინ-ჩი კუოც გამოეხმაურა – მისი თქმით, კომპანია Face ID სისტემის გამოშვებას ფარული დისპლეით გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ პროსერის ეს უახლესი ინფორმაცია ეფლის ბევრ თაყვანისმცემლებს აწუხებს, ახალი მოდელის გამოშვებამდე ჯერ კიდევ ერთ წელზე მეტი დროა დარჩენილი. ამრიგად, დიზაინის ცვლილება ყოველთვის მოსალოდნელია. და მაინც, აშკარაა, რომ Apple ცდილობს, თავისი სმარტფონი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხელახლა შექმნას.

14 სექტემბერს გალერეა ართბითში თამუნა ჭაბაშვილის გამოფენა “გუდა-ნაბადი” იხსნება

ნანა ჯანჯღავა – #პირველისამსახური