ფერმერი, გოგრა და iPhone 14 Plus უახლეს რეკლამაში მთავარ გმირებად გვევლინებიან. ტრაქტორზე მჯდარ მამაკაცს, რომელიც ციფრული რუკით მიიკვლევს გზას, თან გიგანტური გოგრა ახლავს — ირგვლივ არც შენობები მოჩანს, არც ხალხი, არც მჩქეფარე სიცოცხლე…
ასეთ „ჩამქრალ“ გარემოში ფერმერის ერთადერთ იმედს და დამხმარეს აიფონი წარმოადგენს. შუა გზაზე Siri ეუბნება, რომ მას ჯერ კიდევ 102 მილი აქვს გასავლელი, რაც მოწყობილობის ბატარეის ხანგრძლივობის შესაძლებლობებზე მიუთითებს.
მარტივი სარეკლამო რგოლი თავის აზრს ეფექტურად ასახავს და მაყურებლებს შთააგონებს, თუ რამდენად ეფექტურად ძლებს სმარტფონის ელემენტი — თუნდაც უსასრულო გზატკეცილის მანძილზე…