უკვე წლებია, Apple-ის პროექტი Shot on iPhone წარმატებით მიმდინარეობს, უახლესი ფოტოები კი ცეკვის უნივერსალურ გამოხატულებაზე აკეთებს აქცენტს — თითოეული მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა ფოტოგრაფის თვალით დანახულ მშვენიერებას წარმოგვიდგენს.
iPhone 14 Pro-ს უნარის დემონსტრაციით, რომელსაც მოძრავი კადრების უძრავ კადრებად გადაღება შეუძლია, ოთხმა ფოტოგრაფმა სხვადასხვა კულტურისა და სტილის ცეკვები გადაიღო. კამპანია იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფისა და რეჟისორის, ტეს აიანოს ნამუშევრებით დაიწყო.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმ დეტალებმა, რომლებსაც ტელეფონი აფიქსირებს მოძრაობის გაყინვისას… iPhone 14 Pro-მ ლამაზად აღბეჭდა ყველა მოძრაობა მაშინაც კი, როდესაც მოცეკვავეები ხტუნავდნენ, ტრიალებდნენ და კომპლექსურ მოძრაობებს აკეთებდნენ. მხიბლავს ის ფაქტი, რომ მოწყობილობა ელეგანტური სილუეტების თითოეულ ნიუანსს იდეალურად ასახავს“, — აღნიშნავს აიანო.
ოთხივე ფოტოგრაფის ნამუშევრები Apple-მა ერთიან ვიდეორგოლად შეკრა, რომლის ნახვასაც ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე შეძლებთ.