Shot on iPhone კამპანიების სერია 2015 წლის მარტში დაიწყო, კრეატიული სააგენტო TBWA Media Arts Lab-ის ხელმძღვანელობით. მისი მთელი იდეა აიფონის სხვადასხვა მოდელის შესაძლებლობების დემონსტრაციისკენაა მიმართული, სადაც ფუნქციურ მახასიათებლებთან ერთად, კრეატიულობის უზღვავი ლანდშაფტი იშლება.
ამჟამად კომპანიამ თავისი შემოქმედებითი ხედვა მექსიკისკენ მიმართა და Lucha Libre-ს (ადგილობრივი თავისუფალი ჩხუბის) ლეგენდის შესახებ გვიამბობს. სიუჟეტი საოჯახო პინატას მაღაზიაში იწყება, სადაც ხანდაზმული მამაკაცი და მისი შვილიშვილი შეკვეთებს ამზადებენ. მამაკაცის წასვლის შემდეგ ბავშვი მიხვდება, რომ შაქარი დაუმთავრდა — „ბოროტული აზრით შეპყრობილმა“ კი მის ნაცვლად წიწაკის ცხარე ფხვნილი გამოიყენა. თავის მხრივ, ამან პინატას გავლით ერთგვარი ურჩხულის გამოთავისუფლება გამოიწვია, რომელიც მთელ მექსიკას ანადგურებს.
ვერც პოლიცია ახერხებს მონსტრიც დაჭერას და ერთად გამოსავლად პენსიაზე გასული ჰურაკან რამირესი ესახებათ, რომელიც ლუჩა ლიბრეს მიმდევარი იყო. გადამწყვეტი ბრძოლა აცტეკების ტაძარში იმართება და „ცხარე მონსტრი“ ტკბილეულის სახით გაიფანტება.
ამ სიუჟეტის მიღმა ეფლი იდეალურ დემონსტრაციას უკეთებს iPhone 14 Pro-ს შესაძლებლობებს — 48-მეგაპიქსელიანი ფართო ობიექტივით და ახალი მოქმედების რეჟიმით, სმარტფონს გლუვი კადრების გადაღება შეუძლია, რომლებიც თავისუფალია რხევისა და ვიბრაციებისგან. დაბალი განათების პურობებში, ფართო კუთხეებით გადაღებით კი კადრებს დრამატულობის განცდა ემატება. ცხადია, სპეციალური ეფექტები მონსტრისა და საბრძოლო სცენებისთვის კინემატოგრაფიულ უპირატესობასაც ზრდის.