კომპანია ელიტ ელექტრონიქსმა, რომელიც Apple–ს ავტორიზებული რესელერია საქართველოში, 29 სექტემბერს ისთ ფოინთის ფილიალში გრანდიოზულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ახალი iPhone 15-ის პრეზენტაცია. ადგილზე შეკრებილმა სტუმრებმა გაყიდვების დაწყება აღნიშნეს, დეტალური ინფორმაცია შეიტყვეს ახალი მოდელის ფუნქციებისა თუ მახასიათებლების შესახებ და თავადაც გამოსცადეს ახალი სმარტფონები.
iPhone 15 Pro | Pro Max აღჭურვილია მსუბუქი და გამძლე კორპუსით, რომელიც დამზადებულია აეროკოსმოსური ტიტანიუმისგან (იგივე რასაც NASA იყენებს). შესაბამისად Pro სერიის მოდელები წარმოდგენილია ოთხ ფერში: ბუნებრივი ტიტანი, თეთრი ტიტანი, ლურჯი ტიტანი, შავი ტიტანი.
iPhone 15 Pro | Max სმარტფონებში ვხვდებით ახა¬ლი GPU და ძლიერ A17 Pro ჩიპებს, რომლებსაც ახლა უკვე შეუძლიათ კომპიუტერისა და კონსოლის თამაშების iPhone-ზე გაშვება.
სმარტფონის გვერდზე ვხვდებით მრავალფუნქციურ ღილაკს, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა მოქმედებების შესრულება, მათ შორის აპლიკაციების გაშვების.
Pro სერიის მოდელებისგან განსხვავებით, iPhone 15 Pro Max-ს გააჩნია ფოტო სენსორი 5x ოპტიკური ზუმისთვის.
iPhone 15 | Plus მოდელების კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, ხოლო უკანა პანელი – გლუვი, ფერადი მინისგან. ეკრანზე გამოჩნდა დინამიური კუნძული მოწყობილობის უფრო მოსახერხებელი გამოყენებისთვის, რომელიც ადრე მხოლოდ iPhone Pro ვერსიისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ცვლილებები შეეხო კამერასაც, ახლა მისი გამოყენება შეგიძლიათ ულტრა მაღალი გარჩევადობის სურათების გადასაღებად (48 მეგაპიქსელი) და გაუმჯობესებულია პორტრეტის რეჟიმი. Smart-HDR-ის წყალობით კი ღამით გადაღებული ფოტოები კიდევ უფრო ნათელი ხდება.
ახალი iPhone 15 სერიის შეძენა ელიტ ელექტრონიქსის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი. ის მომხმარებლები, რომლებიც 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ონლაინ ee.ge შეიძენენ iPhone 15-ის მოდელებს, სწრაფი მიტანის სერვისით ისარგებლებენ.
[R]