Apple-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი iPhone 16e, რომელიც სრულყოფს iPhone 16-ის ხაზს. მოდელი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ელეგანტურ, მინიმალისტურ დიზაინს.
არ გაუშვათ შანსი გახდეთ iPhone 16e-ის ერთ-ერთი პირველი მფლობელი და ისარგებლოთ ექსკლუზიური შეთავაზებებით!
iPhone 16e-ის წინასწარი შეკვეთები 28 თებერვალს დაიწყება, ოფიციალური გაყიდვები კი – 7 მარტს. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 128 GB, 256 GB და 512 GB მეხსიერების მოცულობით.
28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, ახალი iPhone 16e-ის წინასწარ შეკვეთა და შეძენა შესაძლებელია Trade-In-ის საშუალებით, ასევე მიიღებთ 50%-იან შეღავათს ორიგინალ ქეისებზე.
სპეციალური შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ Apple-ის ავტორიზებულ პარტნიორებთან საქართველოში: iSpace, Alta, Elite, Kontakt Home, iStore, Silknet.
დიზაინი და გამძლეობა. კორპუსის მასალა
iPhone 16e გამოირჩევა ცნობადი დიზაინითა და საიმედოობით. მოდელი ხელმისაწვდომია კლასიკურ შავ და თეთრ ფერებში.
კორპუსი აგებულია გამძლე აეროკოსმოსური კლასის ალუმინისგან, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას და მდგრადობას. წინა პანელი დაცულია Ceramic Shield-ის ტექნოლოგიით, რაც შუშის სიმყარეს კიდევ უფრო აძლიერებს. მოწყობილობას აქვს წყლის შხეფებისა და მტვრისგან დაცვა.
ბატარეა, დამუხტვა და ავტონომიურობა
iPhone 16e-ის გულს წარმოადგენს უახლესი A18 ჩიპი. ეს პროცესორი უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარეს და ენერგიის ეფექტურ მოხმარებას.
iPhone 16e საშუალებას გაძლევთ უყუროთ ვიდეოს უწყვეტ რეჟიმში 26 საათამდე, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ გამოყენებას დამუხტვის გარეშე და გაძლევთ მეტ დროს ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი კონტენტით.
კამერა, რომელიც ხედავს მეტს
iPhone 16e აღჭურვილია გაუმჯობესებული 48-მეგაპიქსელიანი Fusion კამერით, რომელიც აერთიანებს ორი ლინზის შესაძლებლობებს ერთში. მაღალი რეზოლუციის სენსორი საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ დეტალური სურათები სინათლისა და ფერის ზუსტი გადმოცემით.
ინტეგრირებული 2x ტელეფოტო ლინზა უზრუნველყოფს ოპტიკურ ზუმს ხარისხის დაკარგვის გარეშე. გარდა ამისა, სმარტფონს აქვს 4K ვიდეოს მხარდაჭერა Dolby Vision-ის ფორმატში კრისტალურად სუფთა ხმით, რაც თითოეულ ვიდეოს ცოცხალსა და დინამიურს ხდის.
80%-მდე უფრო სწრაფი ჩიპი*
სმარტფონი მუშაობს iOS 18-ის ბაზაზე, რომელიც მომხმარებლებს ახალ პერსონალიზაციის შესაძლებლობებს და გაუმჯობესებულ ინტერფეისს სთავაზობს.
მახასიათებლები, რომლებიც iPhone 16e-ს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის:
Action ღილაკი
საშუალებას გაძლევთ ღილაკის ერთი დაჭერით მომენტალურად გაუშვათ სასურველი ფუნქცია ან აპლიკაცია.
USB-C
ერთი პორტი დამუხტვისა და აქსესუარების დასაკავშირებლად, რომელიც ამარტივებს მოწყობილობის გამოყენებას.
ყოველთვის კავშირზე
Wi-Fi, 5G და eSIM უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირსა და სწრაფ ინტერნეტს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ზარები იქნება მკაფიო, ხოლო კავშირი – ელვისებურად სწრაფი.
აღმოაჩინეთ ახალი iPhone 16e-ის ყველა შესაძლებლობა. Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან iPhone 16e-ის შეძენა ნიშნავს ხარისხიან მომსახურებას, ოფიციალურ გარანტიას და საუკეთესო შეთავაზებებს!
* ეფექტურობის შეფასება ეფუძნება iPhone 11-ის მონაცემებთან შედარებას.
[R]