7
Nov
2016

iPhone 7–ის “პრაქტიკული მაგია” – Apple, ამჯერად, აუდიო სისტემით გვაკვირვებს

7 Nov 2016

Elit Electronics
Elit Electronics


მიუხედავად იმისა რომ Apple-ის ახალი iPhone7-ის პრეზენტაციიდან უკვე რამდენიმე თვე გავიდა, ბრენდი მაინც აგრძელებს პროდუქტის კამპანიას “პრაქტიკულ მაგიას”.  ახალ ვიდეორგოლში აქცენტი კვლავ ტელეფონის წყალგაუმტარობაზე და ამჯერად მის აუდიო სისტემაზეც არის გაკეთებული. ვიდეორგოლის მთავარი პერსონაჟი ასაკოვანი მამაკაცია, რომელიც არაჩვეულებრივ სპორტულ ფორმაშია და თავისუფალ დროს საცურაო აუზთან ატარებს. მზის სხივები, აქეთ-იქით ლამაზი ქალბატონები, წინ კამკამა წყალი და ბოლო თაობის სმარტფონი. სრული სრულყოფილებისთვის კი კუბელი მუსიკოსის La Virgin de la Macarena.

 

იდეალურმა გარემომ და ტელეფონის ძლიერმა ჟღერადობამ, რომელიც გარშემო ყველას ესმოდა, ჩვენი გმირი მწვერვალების დაპრობისკენ განაწყო. ყველაზე მაღალ საფეხურზეც კი მუსიკა კარგად ისმოდა და კულმინაციურ მომენტში, დიდი ნახტომიც განხორციელდა. მართალია, წყლის წვეთებმა iPhone 7 სულ დაასველა, მაგრამ ტელეფონისთვის ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

ახალი სმარტფონი სექტემბერში ჩაეშვა გაყიდვაში და მას შემდეგ ბრენდი აქტიურად განაგრძობს მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებას და განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ტელეფონის წყალგამძლეობას, რომელიც მართლაც ძვირფასი თვისებაა.

განხილვა