in

მუსიკალურ ფესტივალზე iPhone-ს ცეკვა ავარიაში აერია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა

რა საერთოა მუსიკალურ ფესტივალებსა და აიფონის უახლეს ფუნქციას შორის, რომელსაც Crash Detection-ის სახელით ვიცნობთ? შესაძლოა, პირდაპირი ბმა არ არსებობდეს, მაგრამ „გადაჭარბებულმა ცეკვამ“ ეს მოცემულობა გაარღვია — ტენესის Bonnaroo-ს ფესტივალზე სმარტფონს ცეკვა ავარიაში აერია და 911-ში რეკვა დაიწყო.

მოგეხსენებათ, ტექნოლოგია ავტომატურად ამოიცნობს სახიფათო შემთხვევას და სმარტფონის ეკრანზე ჩნდება როგორც ტექსტური მოთხოვნა, ისე აუდიო გაფრთხილება. თუ ადამიანს დახმარება სჭირდება, შეუძლია გადაუდებელ ზარზე დააკლიკოს, ხოლო თუ ცრუ განგაშია, ჩვეულებრივ გააუქმებენ. რაც შეეხება რეაგირების გარეშე დატოვებას, 20 წამის შემდეგ მობილური ტელეფონი პირდაპირ იძახებს სასწრაფო დახმარებას.

შესაძლოა, ეს ფუნქცია იმ შემთხვევაში გამოგვადგეს მუსიკალურ ფესტივალზე, თუ მანამდე ან მის შემდეგ ავარია მოხდება… მაგრამ ამჯერად ერთადერთი „უბედური შემთხვევა“ ზედმეტად მძიმე ცეკვა იყო — როგორც ჩანს, სისტემა სენსიტიურად რეაგირებს მკვეთრ მოძრაობებზე. ალბათ, სამომავლოდ ტექნიკური გიგანტის მიზანი მსგავსი სიტუაციების ერთმანეთისგან გარჩევის დახვეწა იქნება.

ტენესის შტატში 80 000 ადამიანი იყო ჩასული და თითქმის ხუთჯერ მეტი ზარი განხორციელდა 911-ში, შარშანდელ ღონისძიებასთან შედარებით. საგულისხმოა, რომ Bonnaroo-ს ორგანიზატორები მუშაობდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ყველა ყალბი განგაშის იდენტიფიცირებაში დახმარებოდნენ და საგანგებო სიტუაციებიდან ყურადღება მათზე არ გადმოსულიყო.

ამ სტიპენდიამ წინ სრულიად ახალი გზა გამიხსნა; გზა, რომელზე სიარულსაც არაფერი სჯობს- ანანო გაბუნია- ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი

Salesforce – პატარა თევზი დიდ ოკეანეში, რომელიც მალე გაიზარდა