2
Aug
2019

iSpace: „ბრწყინვალე არჩევანი iPhone-ის მოყვარულთათვის“

2 Aug 2019

Apple Premium Reseller, iSpace მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს – 1-ლი აგვისტოდან, მათ, შესაძლებლობა აქვთ, eSim დაარეგისტრირონ და iPhone XR-ზე, Xs-სა და Xs Max-ზე 2 სიმ-ბარათი გამოიყენონ.

Photo Credit: Apple inc.

„იმისათვის, რომ 2 სიმ-ბარათის გამოყენება შეძლოთ, „სმარტფონი“ აუცილებლად შეძენილი უნდა იყოს Apple-ის ოფიციალურ მაღაზიაში: iSpace – „გალერია თბილისში“ და „თბილისი მოლში“, Apple Premium Reseller-ის სტატუსით“.

რაც შეეხება Apple-ის ყველაზე მოთხოვნად „სმარტფონს“ iPhone XR, კომპანიაში ამბობენ, რომ პოპულარობას კვლავ არ კარგავს.

„ულამაზესი ფერების ალუმინის და მინის კორპუსიანსმარტფონს“ ისეთივე უნიკალური ტექნოლოგია აქვს, როგორც iPhone Xs-ს. მას, ყველაზე თანამედროვე თხევად-კრისტალური 6.1 ინჩიანი liquid Retina „დისპლეი“ აქვს მთელს წინა პანელზე. iPhone XR აღჭურვილია ულტრა თანამედროვე A12 Bionic პროცესორით, Neural Engine-ის მხარდაჭერით, TrueDepth წინა კამერით და მთავარი უკანა კამერით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიღოს თვალისმომჭრელი პორტრეტები. ასევე, iPhone XR-ს აქვს ყველა Apple-ის „სმარტფონზე“ გამძლე ელემენტი და არის წყალგამძლე“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, iPhone XR არ არის მხოლოდ ახალი თვალისმომჭრელი დიზაინი, ეს არის დაუჯერებელი ტექნოლოგიების გამოცდის საშუალება, რომელიც თავმოყრილია iPhone Xs-ში, გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად.

Photo Credit: Apple inc.

შთამბეჭდავი დიზაინი

„iPhone XR-ს გააჩნია ყველაზე გამძლე შუშა, რაც კი აქამდე გამოყენებულა iPhone-ში, აქვს ალუმინის ჩარჩო, რომელსაც იყენებენ საჰაერო სივრცის ინდუსტრიაში. ჩარჩო იდეალურად ერგება უკანა მინას, რაც ტელეფონს ხდის წყალგამძლეს IP67 რეიტინგით. ეს კი ნიშნავს, რომ რ დაზიანდება თუ შემთხვევით ყავას, ჩაის ან გაზიან სასმელს გადავასხამთ“.

Photo Credit: Apple inc.

XR გამოდის 6 ფერში: თეთრი, შავი, ლურჯი, ყვითელი, ქორალი და წითელი.

საუკეთესო თხევად-კრისტალური ეკრანი iPhone-ში

Photo Credit: Apple inc.

„თვალისმომჭრელი Liquid Retina „დისპელეიiPhone XR-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მას გააჩნია 6.1 ინჩიანი ეკრანი, რომლის ზომა ზუსტად iPhone Xs და iPhone Xs Max შორის თავსდება. ეს ეკრანი გამოირჩევა ფერების სიზუსტით და True Tone ტექნოლოგიით გამოსახულება სულ ბუნებრივად გამოიყურება.  მინის დამუშავების ახალი ტექნოლოგია, კი შეუმჩნევლად ფარავს პიქსელებს და ასუფთავებს გამოსახულებას სუბ-პიქსელებამდე, რაც გვაძლევს იდეალურ გამოსახულებას „სმარტფონის“ მომრგვალებულ კუთხეებშიც“.

A12 Bionic პროცესორი და ახალი თაობის Neural Engine სისტემა

„A12 Bionic პროცესორი არის უსწრაფესი და უძლიერესი, iPhone-ის ისტორიაში. პირველად, Apple-მა გამოიყენა 7ნმ  ტექნოლოგია, რაც აერთიანებს წარმოუდგენელ სიმძლავრეს და მაღალ ენერგო ეფექტურობას, ანუ A12 Bionic-ს აქვს 6 ბირთვი. აქედან 2 ბირთვი მუშაობს 15%-ით უფრო ჩქარა, 4 ბირთვი კი წინა მოდელებთან შედარებით, 50%-ით უფრო ეფექტური გახდა. 50%-ზე მეტად გაიზარდა გრაფიკული პროცესორის მუშაობის ეფექტურობაც . ეს ახალი ტექნოლოგია გზას უხსნის ახალ შესაძლებლობებს თამაშებში, ფოტო მონტაჟში, სურათების დამუშავებაში, ვიდეო მონტაჟში და ეს ყველაფერი გასაოცარი ენერგო ეფექტურობით, რისი წყალობით iPhone XR-ის ელემენტი მთელი დღის სამყოფ ენერგიას იტევს“.

Photo Credit: Apple inc.

როგორც iSpace-ში ამბობენ, ახალი თაობის Neural Engine სისტემა შექმნილია თანამედროვე მექანიკური შესწავლის პრინციპების გათვალისწინებით, ფოტოგრაფიიდან ვირტუალურ რეალობამდე. ახალი 8 ბირთვიანი სისტემა ამუშავებს 5 მილიარდ ოპერაციას წამში. ეს კი, რეალურ დროში, ვირტუალური რეალობის აპლიკაციების შეუფერხებლად გამოყენების საშუალებას იძლევა.

მოწინავე კამერა ერთი ობიექტივით

iPhone XR აღჭურვილია 12 მეგაპიქსელიანი მაღალი გაფართოების ობიექტივით f/1,8 დიაფრაგმით და ახალი მატრიცით, რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით სწრაფ ავტო ფოკუსს, გაცილებით დიდი და ღრმა პიქსელებით აუმჯობესებს ფოტოს და ვიდეოს სისუფთავეს, სიმკვეთრეს და ამცირებს ხმაურს ნაკლებ განათებულ გარემოშიც კი. უძლიერესი პროცესორი და ახალი თაობის Neural Engine-ის საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ ლამაზი პორტრეტები, სიღრმის ეფექტით. “TrueDepth” ტექნოლოგია შექმნილია საუკეთესო „სელფების“ გადასაღებად. Smart HDR ფუნქცია კი აუმჯობესებს განათებული და ჩაბნელებული სურათების დამუშავებას.

Photo Credit: Apple inc.

Face ID

„Face ID კიდევ უფრო სწრაფად რეაგირებს iPhone XR-ზე, პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის და Secure Enclave მოდულის აჩქარების წყალობით. TrueDepth კამერის გამოყენებით, სისტემა ქმნის სახის 3D მოდელს, რომელიც რამდენჯერმე აღემატება სხვა 2 განზომილებიან ანალოგებს და საშუალებას იძლევა, ერთი შეხედვით შეხვიდეთ სისტემაში“.

Photo Credit: Apple inc.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ოფიციალური Apple-ის ტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ Apple Premium Reseller iSpace-ში, რომელიც „გალერეა თბილისსა“ და ახლა უკვე „თბილისი მოლში“ მდებარეობს და საქართველოში ერთადერთი ავტორიზებული სერვის – ცენტრი iSupport ემსახურება.

 

[R]

განხილვა