მართალია, ანდროიდის მფლობელებს აღნიშნულ ფუნქციაზე წვდომა კარგა ხანია აქვთ, მაგრამ მოგვწონს თუ არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა ეფლის შემთხვევაში. ახლა კი ვიგებთ, რომ, როგორც იქნა, iPhone-იც გვაჩვენებს, რამდენი ხანი დასჭირდება ტელეფონის დამუხტვას. ამას iOS 18.2-ის ახალი BatteryIntelligence-ის ფუნქციით მოახერხებს. თუმცა ამბობენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას შეტყობინების სახით მოგვაწვდიან…
უნდა ითქვას, რომ საკმაოდ სასარგებლო ფუნქციაა მაშინ, როცა დამტენების მიხედვით დამუხტვის პროტოკოლიც განსხვავდება… თუმცა, როგორც ვიგებთ, iPhone-ის BatteryIntelligence-ის ფუნქცია ამჯერად შემუშავების ფაზაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურ გამოშვებამდე ცოტა კიდევ უნდა მოვიცადოთ.
აღსანიშნავია, რომ iPhone-ის ახალ მოდელებს უკვე აქვს ბატარეის სიჯანსაღისთვის გამიზნული ფუნქციები. გასულ წელს ეფლმა ახალი ოპტიმიზირებული დამუხტვის პარამეტრებიც შემოგვთავაზა iPhone 15-სა და უფრო ახალ მოდელებზე…












