in

iPhone-ის Face ID ნიღბიანი სახის ამოცნობას შეძლებს!

ამისათვის აუცილებელია, Apple Watch გქონდეთ

veon
veon

Apple-მა ჩვენს ნიღბიან აწმყოზე იზრუნა – ამ კვირაში კომპანიამ iPhone-ის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება დაიწყო, რაც პირბადის ტარების დროს მოწყობილობის განბლოკვის საშუალებას იძლევა. ამასთან, აღნიშნულ ფუნქციის გამოყენებას Apple Watch-ის გარეშე ვერ შეძლებთ.

ეს არ არის პირველი ცვლილება, რომელიც მობილური ტელეფონის განბლოკვას ეხება პანდემიის პირობებში, არამედ გასული წლის გაზაფხულს კომპანიამ წარადგინა პროგრამა, ნიღბის ტარების დროს Face ID-ის გამოყენების თავიდან აცილების ფუნქციით. აქვე უნდა აღინიშნოს პროგრამის გარკვეული შეზღუდვები – ახალი Face ID მხოლოდ მობილურის გაბლოკვის დროს იმუშავებს, ხოლო Apple Pay ტრანზაქციების შესრულებისა და მესამე მხარის აპლიკაციებში შესასვლელად სხვა სახის იდენტიფიკაცია დაგჭირდებათ.

მართალია, როგორც კომპანია აღნიშნავს, სახის ამომცნობი ზუსტი პროგრამის შექმნა საკმაოდ რთულია, მაგრამ მისი საბოლოო ვერსია მომხმარებლებისთვის, სავარაუდოდ გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი. მის სირთულეს ანილ ჯეინიც ეხმიანება (რომელიც მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ხედვის, მანქანათმშენებლობისა და ბიომეტრიის ამოცნობის საკითხებს იკვლევს). მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახის ამომცნობი პროგრამები უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, ისინი მაინც მგრძნობიარეა ოკლუზიის მიმართ, ანუ სახის იმ ნაწილის, რომელიც არ ჩანს.

როდესაც პროგრამის შექმნის დროს მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი – ნიღბების ხვადასხვა ფორმა, ტექსტურა, გაკეთების წესი, ასევე, ყოველ ჯერზე შესაძლებელია, ნიღაბი სახის უფრო დიდ ან ნაკლებ ნაწილს ფარავდეს.

გარდა, Apple-ისა ნიღბიანი სახის ამოცნობაზე მუშაობს ისეთი კომპანიაც, როგორიცაა Trueface. მისი აღმასრულებელი დირექტორის, შონ ამურის თქმით, მართალია, პროგრამა გამუდმებით იხვეწება, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ხარვეზები და ამ ეტაპზე, არასრულყოფილია.

შეიძინე, რაც შენს გულს გაუხარდება, გადაიხადე Mastercard-ით, მიიღე დამატებით -20% ფასდაკლება და უფასო მიწოდება მთელ საქართველში!

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის დირექტორის პოზიციას ტოვებს