in ,

უცხოური მედია: iPhone-ებზე გახმაურებული კიბერთავდასხმის უკან ჩინეთის მთავრობა დგას

რამდენიმე დღის წინ, Google-ის მკვლევარებმა, Project Zero-ს კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, კვირაში ათასობით iPhone-ის მფლობელი ხდებოდა კიბერთაღლითობის მსხვერპლი. კერძოდ, სხვადასხვა საეჭვო ვებგვერდზე შესვლის შემდეგ, მათ მობილურებში, ნებართვის გარეშე, ინსტალირდებოდა ერთგვარი „მონიტორინგის იმპლანტი“. იმპლანტის დახმარებით კიბერთაღლითებს ჰქონდათ წვდომა მომხმარებლის ფოტოებზე, მიმოწერებსა თუ პაროლებზე, რომელიც iPhone-ში ინახებოდა. დღეს, გამოცემები TechCrunch და Forbes, წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ აღნიშნული კიბერდანაშაულის უკან ჩინეთის მთავრობა დგას. უფრო კონკრეტულად, მთავრობა თურქული ეთნოსის – უიღურების მოწყობილობების კონტროლის მიზნით მოქმედებდა. უიღურები თურქული ეთნოსია, რომლის უმეტესობაც ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ შეტევა მხოლოდ უიღურების ეთნიკურ ჯგუფზე იყო მიმართული, ჰაკერებმა სხვა რეგიონების მაცხოვრებლებიც დააზარალეს, რომლებიც შემთხვევით შედიოდნენ დაზიანებულ ვებგვერდებზე. უცხოური მედია წერს, რომ კიბერთაღლითებბის სამიზნე არამხოლოდ iPhone-ის მომხმარებლები, არამედ Android-ისა და Windows-ის სისტემებზე მომუშავე სმარტფონებიც იყო.

მოჭიდავეების ქცევა ყოველდღიურ ცხოვრებაში – ლეწვა სიყვარულით და სხვა

 გადახდის სისტემა Apple Pay უკვე საქართველოშია