ცნობილია, რომ 22 ივნისს Apple ღონისძიება WWDC-ზე, განახლებულ ოპერაციულ სისტემა iOS 14-ს წარადგენს, ხოლო მის გამოყენებას Apple-ის მომხმარებლები 2020 წლის სექტემბრიდან შეძლებენ. The Verifier, iOS 14-ის შექმნის პროცესში ჩართულ სანდო წყაროზე დაყრნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც iOS 14 თავსებადი იქნება Apple-ის შემდეგ მოწყობილობებთან:
- iPhone SE (2020)
- iPhone 11
- iPhone 11 Pro
- iPhone 11 Pro Max
- iPhone XS
- iPhone XS Max
- iPhone XR
- iPhone X
- iPhone 8 და iPhone 8 Plus
- iPhone 7 და 7 Plus
- iPhone SE (2016)
- iPhone 6s და 6s Plus
- iPod touch (მე-7 თაობა)
ამ ინფორმაციას iPhoneSoft.fr-ც ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ეს იქნება Apple-ის ბოლო ოპერაციული სისტემა, რომელიც iPhone 6s, 6s Plus-თან, ასევე 2016 წლის iPhone SE-სთან იქნება თავსებადი. ჩვეულებრივ, Apple ოპერაციული სისტემის განახლებას ბოლო ოთხი, ან ხუთი წლის განმავლობაში გამოშვებული მოდელებისთვის ქმნის.
ჯერჯერობით, უცნობია რომელი iPad-ებთან იქნება თავსებადი მათთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა iPadOS 14, თუმცა, სავარაუდოდ ეს ის მოწყობილობები იქნება, რომლებიც აქამდე iPadOS 13-ზე მუშაობდნენ. (iPad Air 2, 3rd-gen iPad Air, iPad mini 4 და 5, მე-5, მე-6 და მე-7 თაობის iPad-ები და iPad Pro-ს ყველა მოდელი.