in

Iphone Type-C-ის გამოყენებაზე გადადის!

მას სხვა არჩევანი არც აქვს…

veon
veon

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, ყველა გაყიდული ტელეფონისთვის USB გადამყვანი გამოიყენონ, თუ, რა თქმა უნდა, მათ ფიზიკური დამტენი აქვთ… სწორედ ამის გამო, Apple-ის iPhone-იც USB-C-თ იქნება აღჭურვილი. გრეგ ჯოსვიაკმა, Apple-ის მარკეტინგიდან კი თქვა, რომ მათ უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ…

კანონის თანახმად, 2024 წლის შემოდგომამდე ყველა მობილური ტელეფონისა და პლანშეტისთვის USB-C-ს გამოყენება აუცილებელი იქნება. თუმცა Apple-ში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, გამოიყენებენ თუ არა გადამყვანს ევროკავშირის მიღმაც. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კომპანია კანონიერი იძულებით კმაყოფილი არ არის. თანაც, Apple, ისტორიულად, თავის გზაზე სვლას ამჯობინებდა… ამის მაგალითად კომპანიას Micro USB-სა და სმენის აპარატის შესაბამისობები მოჰყავს, რითაც იგი გაუთვალისწინებელ მოთხოვნებსაც კი აკმაყოფილებდა.

Apple იმაზეც საუბრობდა, რომ iPhone-ის Lightning-დან USB-C-ზე გადართვა უამრავ ელექტრონულ ნარჩენს გამოიწვევდა… თუმცა მიუხედავად ამისა, პორტატიული iPhone-ის იდეა, რომელიც სრულად უსადენო დამუხტვას ეყრდნობოდა, წარსულს ჩაბარდა. ახლა კი დარწმუნებით მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ მომავალში თქვენი iPhone-ის დასამუხტად USB-C პორტი ერთადერთი გზა იქნება.

ვებსტერის უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო და სწავლება ოფიციალურად დაიწყო

კახეთის მთავარი მოვლენა, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ შედგა