ბაზარზე ბევრი ვარიანტია, თუ სად და როგორ ვიყიდოთ ახალი iPhone. მოდით, გადავხედოთ ყველაზე პოპულარულებს და გავარკვიოთ, რომელია უსაფრთხო და რომელმა შეიძლება დაგაკარგვინოთ გადახდილი თანხა.
ყიდვა კერძო პირისგან
ინტერნეტში ასობით შეთავაზებას ნახავთ როგორც მეორადი, ისე ახალი iPhone-ის გასაყიდად. მიუხედავად მაცდუნებელი ფასისა, ასეთი ტელეფონების ყიდვა ყოველთვის სარისკოა. შესაძლებელია, საოცნებო სმარტფონი მიზერულ ფასად შეიძინოთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში თქვენს ხელში აღმოჩნდება ყალბი ან აღდგენილი მოწყობილობა ახალი ვიზუალით. ასევე, შესაძლებელია მიიღოთ „დაბლოკილი“ iPhone (რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ოპერატორის SIM ბარათებით მუშაობს) ან სათადარიგო ნაწილებისგან აწყობილი სმარტფონი.
თუ მაინც გადაწყვეტთ ყიდვას, გირჩევთ გაჯეტი ადგილზე შეამოწმოთ. რადგან ონლაინ შეძენისას ხშირია შემთხვევები, როდესაც მყიდველი თანხას ურიცხავს თაღლითს, სმარტფონს ვერ იღებს. არ დაუჯეროთ გამყიდველის სიტყვებს თუ გეუბნებათ რომ `დაავიწყდა iPhone-ის დატენვა“, თუ არ ჩართო ან გაჩვენათ დაბალ პროცენტზე დატენილი ბატარეა. ასევე, IMEI-ის მეშვეობით, შეამოწმეთ არის თუ არა სმარტფონი მოპარული გაჯეტების მონაცემთა ბაზაში.
შეკვეთა ამერიკიდან
გავრცელებული მოსაზრებით, iPhone-ის კარგ ფასად ყიდვა, Apple-ის სამშობლოში, აშშ-ში ყველაზე მომგებიანია. თუმცა არსებობს რამდენიმე ნიუანსი. სმარტფონის შეკვეთას Apple-ის ოფიციალური ვებსაიტიდან ვერ შეძლებთ, რადგან მიწოდება შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არ ხორციელდება. მოგიწევთ შუამავლების მომსახურებით სარგებლობა, საკურიერო მომსახურების ან საბაჟო გადასახადის გადახდა. კიდევ ერთი მინუსი, ლოდინის დროა. მეორეც, აშშ-ის ბაზრისთვის iPhone 14-ს საკუთარი მახასიათებლები აქვს: მათ არ აქვთ სლოტები სიმ ბარათებისთვის, მუშაობს მხოლოდ eSIM. რაც ყველა ქვეყნისთვის მისაღები ვარიანტი ნამდვილად არ არის.
საზღვარგარეთ ყიდვა
შესაძლებელია iPhone სხვა ქვეყანაში მიმზიდველ ფასად ნახოთ, თუ მივლინების ან შვებულების დროს საზღვარგარეთ აღმოჩნდებით. თუმცა ამ შემთხვევაში რისკავთ უფრო მეტ ფულს და დროს, ვიდრე უახლოეს მაღაზიაში შეძენისას.
მთავარი მინუსი ის არის, რომ Apple-ის ოფიციალური გარანტიის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მას შეიძენთ. რაც შეიძლება დამატებითი ხარჯი აღმოჩნდეს ყველაზე არასასურველ მომენტში. სმარტფონის შეკეთება ახლომდებარე სერვისში მოგიწევთ, საფასურის გადახდით, თანაც დაკარგავთ გარანტიას.
გახსოვდეთ, რომ iPhone-ებს განსხვავებული მახასიათებლები აქვს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნისთვის არის შექმნილი. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დამტენს „ევროპული სტანდარტით“, უარეს შემთხვევაში კი პრობლემები შეგექმნებათ კომუნიკაციასთან, ინტერნეტთან ან Face Time-თან.
ყიდვა „ნაცრისფერი“ გამყიდველებისგან
iPhone-ის შეძენის ეს გზა ერთ-ერთი პოპულარული, მაგრამ არა უსაფრთხო ვარიანტია. ასეთი მოწყობილობები იყიდება ბაზრობებზე, ონლაინ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრების თაროებზე. პროდუქტი ყველაზე ხშირად არაოფიციალურად შემოდის ქვეყნებიდან, სადაც მისი ფასი უფრო დაბალია (მაგალითად, აშშ-დან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ჰონგ კონგიდან). ამასთან, არსებობს ახლის ნაცვლად განახლებული ან განბლოკილი iPhone-ის შეძენის რისკი.
ასეთი გამყიდველები ხშირად არასწორად ანიჭებენ საკუთარ თავს „ოფიციალური გადამყიდველის“ სტატუსს. ამიტომ, ყიდვამდე აუცილებლად შეამოწმეთ როგორც თავად გამყიდველი, ასევე გაჯეტი და გაარკვიეთ რას ყიდულობთ — ახალ, ორიგინალ iPhone-ს თუ განახლებულ, ყალბ მოწყობილობას. გამყიდველის შემოწმებას შეძლებთ აქ.
ყიდვა „ოფიციალური რესელერებისგან“
ავტორიზებულ მაღაზიებში წარმოდგენილია მხოლოდ ორიგინალური მოწყობილობები, მიმდინარე მოდელები და აქსესუარების ფართო არჩევანი. მთავარი პლუსია 12-თვიანი გარანტია და უფასო მომსახურება. მომხმარებლებისთვის მოქმედებს ლოიალობის სისტემა სასიამოვნო ბონუსებით ქეშბექის სახით.
გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ Trade-in პროგრამა და შეცვალოთ Apple-ის ნებისმიერი ძველი მოწყობილობა ახალი iPhone-ით, მხოლოდ ფასში სხვაობის გადახდით. დეტალებისთვის მიმართეთ ოფიციალურ წარმომადგენლებს, სია ხელმისაწვდომია Apple-ის ვებსაიტზე, ასევე საქართველოში ავტორიზებული სერვის ცენტრის ვებგვერდზე iSupport.ge.
როგორც ხედავთ, „ვაშლის“ გაჯეტის მიღების მრავალი გზა არსებობს. თუმცა, ყველა მათგანი არ არის უსაფრთხო ან მომგებიანი. იყავით ფხიზლად — ნუ დაკარგავთ ყველაფერს, მცირე დანაზოგის გაკეთების ფიქრით.
საქართველოში Apple-ის ოფიციალური რესელერები: iSpace, iTechnics, Kontakt Home, iStore, Alta, Elit Electronics, iPlus, Silknet.
[R]