in

Nokia–ს აზრით iPhone-ის მომხმარებლები “ზომბები” არიან

Microsoft-მა კვლავ შეუტია კონკურენტებს. ამჯერად, Nokia Lumia-ს ახალი სარეკლამო ვიდეოთი, რომლებიც Windows Mobile ოპერატიულ სისტემაზე მუშაობენ.

Nokia-მ,  iPhone-ის მომხმარებლები “ზომბებად” აქცია. დაცინვის ობიექტი მაშუქი (Photo Flash) გახდა, რომლითაც ყველა iPhone 5-თაა ეკიპირებული. ვიდეოს მთვარი გმირი ახალგაზრდა სმარტფონის მომხმარებელია, რომელიც ღამე ქუჩაში დაიარება, ირგვლივ კი ზომბებითაა გარშემორტყმული, რომლებიც თავიანთი iPhone-ით მის გადაღებას ცდილობენ.

თეთრი სახეები, წითელი თვალები – მხოლოდ ეს შეგვიძლია დავინახოთ iPhone-ით გადაღებულ იმ ფოტოებზე, რომლებზეც არასწორადაა მაშუქი დაყენებული. წარწერა ვიდეოს ბოლოს გვამცნობს რომ Nokia Lumia-ს მომხმარებლებს ასეთი პრობლემები არ აწუხებთ, სმარტფონი სიბნელეში, მაშუქის გამოყენების გარეშეც შესანიშნავ ფოტოებს იღებს.

Nokia Lumia-ს წინა რეკლამაც კონკურენტების წინააღმდეგ იყო გათვლილი http://marketer.ge/microsoft-new/

http://youtu.be/jhykBMh5IkQ

მსოფლიოში პირველი ერთადგილიანი რესტორანი

2 დღე ბაზალეთზე, მარკეტინგული აუდიტი და პოზიციონირება ISO სტანდარტების მიხედვით