iPhone ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის კამერით. iPhone 13 Pro მოდელმა კი კამერის მონაცემები კიდევ უფრო დახვეწა და ახალ საფეხურზე გადაიყვანა. მოწინავე კამერის სისტემის წყალობით, ყველას შეუძლია მაკრო ფოტოების გადაღება ნებისმიერ დროს. ამიტომაც კომპანიამ Shot on iPhone Macro Challenge ჩაატარა. სტატიაში კი 10 საუკეთესო ფოტონამუშევარს წარმოგიდგენთ.





















