in

თქვენი iPhone-ისთვის Issey Miyake-იმ ჩანთა გამოუშვა

iPhone Pocket სპეციალურად თქვენი iPhone-ისთვის შექმნილი ჩანთაა, რომელიც Issey Miyake-იმ გამოუშვა. 3D ქსოვის ტექნიკა გამოიყენა და მომხმარებლებს 8 ფერში შესთავაზა, მასში ულტრა თხელ iPhone Air-იდან დაწყებული, დიდ iPhone 17 Pro Max-ით დამთავრებული, ყველა მოდელს მოათავსებთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ანდროიდსაც, მაგრამ ეს iPhone Pocket-ია…

BOG
BOG

მინიმალისტურმა ვიზუალმა არ მოგატყუოთ, შეზღუდული გამოშვებით გვთავაზობენ, რომელსაც ეფლი მხოლოდ 10 კონკრეტულ მაღაზიაში გაყიდის. პატარა ვერსიის ფასი 149.95 დოლარია, როცა დიდი ვერსია 229.95 დოლარი ღირს.

სწორედ ამ ფასის გადახდა მოგიწევთ თქვენი iPhone-ის დასაცავად, შემდგომ კი შეგიძლიათ კისერზე დაიკიდოთ, ხელზე ან გვერდზე გადაიკიდოთ. თუმცა პრაქტიკული ნაწილი რამდენად ამართლებს ფასს, ეს ცალკე საკითხია — გარეცხვის ინსტრუქციების დაცვისკენ მკაცრად მოგვიწოდებენ, გვაფრთხილებენ, რომ არ გამოვიყენოთ სარეცხი მანქანა და მზის სინათლესაც მოვარიდოთ, რათა ფერი დიდხანს შეუნარჩუნდეს…

 

World Cup 2026-ის რეკლამაში Adidas-მა იამალი ხარზე აამხედრა 

Volkswagen მანქანების გადამუშავებისკენ შავი იუმორით მოგვიწოდებს — Car Paradise