6
Oct
2019

Apple მომავალ წელს iPhone SE 2-ის გამოშვებას გეგმავს

6 Oct 2019

veon
veon


Apple-ის ანალიტიკოსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2020 წლისთვის კომპანია ახალი პროდუქტის – iPhone SE 2-ის გამოშვებას გეგმავს. ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას iPhone 11-ის მონაცემები ექნება, ხოლო ზომით კი iPhone 8-ის მსგავსი იქნება.

თუკი წინა წლის Apple-ის პროდუქტებს გადავხედავთ (იგულისხმება iPhone X, iPhone XR, iPhone XS), მათი ფასი 749 დოლარიდან 1449 დოლარამდე მერყეობს. ეს კი ნამდვილად არ არის ის ფასები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანიამ მომავალი წლის გაზაფხულისთვის iPhone SE 2-ის გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც 100 დოლარი ან უფრო ნაკლები ეღირება და თანაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მქონე იქნება.

განხილვა