in

Apple-მა ახალი iPhone SE გამოუშვა

M2

დღეს Apple-მა ახალი iPhone SE ოფიციალურად წარადგინა. ის ძალიან ჰგავს iPhone 8-ს, აქვს ეკრანის დიდი ჩარჩოები (რაც ახალ მოდელებში, როგორც წესი, იშვიათად გვხვდება), თუმცა, iPhone 8-სთან შედარებით, მას გაუმჯობესებული კამერა და პროცესორი აქვს. ეფლის უახლესი მოდელების iPhone 11 და 11 Pro-ს მსგავსად, ეს მოდელიც A13 Bionic პროცესორზე მუშაობს. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოდელი გაცილებით ბიუჯეტურია – მისი ფასი $399-დან იწყება (64 GB-იანი შიდა მეხსიერების შემთხვევაში).

რაც შეეხება კამერას, ეს ერთი 12 მეგაპიქსელიანი სენსორია, რითაც შეგვიძლია ახალ მოდელებთან შედარებით, iPhone SE-ს ბიუჯეტურობაც ავხსნათ. კამერას აქვს პორტრეტის რეჟიმიც, გარდა ამისა, ამ მოდელით 4K ვიდეოს გადაღებასაც შეძლებთ. რა თქმა უნდა, მოდელს აქვს სელფის კამერაც და ის 7 მეგაპიქსელიანია (მასშიც ჩაინტეგრირებულია პორტრეტის რეჟიმი).

iPhone SE-ს Face ID-ის მხარდაჭერა არ აქვს, მისი ბიომეტრიული განბლოკვა მხოლოდ მეორე თაობის Touch ID-ით, ანუ თითის ანაბეჭდის გამოყენებითაა შესაძლებელი.

რაც შეეხება კონფიგურაციებს, მოდელი ხელმისაწვდომია როგორც 64 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით, ასევე, 128 GB-იანი და 256 GB-იანითაც, შავ, თეთრ და წითელ ფერებში. 128 GB-იანის ფასი $449-ია, ხოლო 256 GB-იანის $549 იქნება. კომპანია შეკვეთების მიღებას 17 აპრილიდან იწყებს, მიწოდება კი 24 აპრილიდან დაიწყება.

შექმენი საკუთარი „ონლაინ“ მაღაზია შენი ბიზნესისთვის

ქეთი რაზმაძე – #პირველისამსახური