in

10 დღიანი ვადა “iPhone+”-ს, ნახეთ რას ედავება კომპანიას Ge-Store-ი

iPhone+ ის მაღაზია

საქართველოში Apple-ის ავტორიზებული რესელერი Ge-Store  კომპანია iPhone+-ს   ამერიკული კორპორაციის ლოგოს უკანონოდ  გამოყენებაში ადანაშაულებს. “iPhone+”-ში ამბობენ, რომ მათ კანონით ლოგოს გამოყენება არ ეკრძალებათ და კონკურენტ კომპანიას საკუთარი საქმეებით დაკავებას ურჩევენ.

 

iPhone+ ის მაღაზია
iPhone+ ის მაღაზია

Ge-Store-ში ამბობენ, რომ Apple-ის ლოგოს გამოყენებით, iPhone+ -ს მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. ამის შესახებ iPhone+ -ს ჯერ ღია წერილით, შემდეგ კი პრესკონფერენციით                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           მიმართეს და მოუწოდეს  შეწყვიტონ  ლოგოს გამოყენება და მომხმარებელსაც აუხსნან რომ ისინი ოფიციალური დილერები არა არიან. მოთხოვნის შესასრულებლად iPhone+ -ს 10 დღიანი ვადა მისცეს. 

Ge-store.ge“როცა  iPhone+ იყენებს Apple-ის ლოგოს, მომხმარებელი ტყუვდება. iPhone+ არ არის ოფიციალური დილერი. მათ არ გააჩნიათ ოფიციალური პროგრამები, მომსახურება და აპლიკაციები. ეს ყველაფერი საბოლოოდ Apple-ის  ბრენდის დისკრედიტაციას იწვევს. თუ მიცემულ ვადაში  ამ პირობებს არ შეასრულებენ, ვერ გეტყვით, რამდენად ვიჩივლებთ სასამართლოში, მაგრამ  ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ. “- ამბობენ Ge-store-ის წარმომადგენლები.

iPhone+-ში თვლიან, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.  ლოგოს გამოყენება მათ კანონით არ ეკრძალებათ და მსოფლიო ბაზარზე დილერი კომპანიების 70% სწორედ მათ მზგავსად ყიდის პროდუქციას.

 “არვიცი, რა ვუპასუხო ამ ბრალდებებს. მათ, ალბათ,  დიდი დრო აქვთ საიმისოდ, რომ სხვა კომპანიებს უყურონ. ვურჩევდი,  საკუთარი მომსახურება გააუმჯობესონ და ფასები შეამცირონ. Apple არ ზღუდავს ასეთი ტიპის გაყიდვების წარმოებას. საპირწონედ ერთ რამესაც გეტვით, არც სტივ ჯობსიავტორიზებულ რესელერები უნდა ყიდიდნენ iPhone-ს , თუმცა ამას თავად Ge-store-იც აკეთებს. მაშინ გამოდის, რომ ისინიც არღვევენ კანონს. ვერ გეტყვით რაში სჭირდებათ მზგავსი რამ. ალბათ,  ჩვენი დაბალი ფასები აღიზიანებთ. საკუთარი სეგმენტი და მომხმარებელი გვყავს და არ ვაპირებთ რაიმეს შეცვლას. აკრძალულს არაფერს ვაკეთებთ და პოპულარული რომ არ ყოფილიყო ჩვენი მაღაზია, ახლა ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიალი არ გვექნებოდა. რახან მათ წერილით მოგვმართეს,  პასუხს აუცილებლად გავცემთ წერილობითვე. მაგრამ,   რა გითხრათ მათ მოთხოვნებზე. მსოფლიოში Apple-ის  მაღაზიების 30%-ია მხოლოდ ავტორიზებული, დანარჩენი 70% კი არა, მაშინ რა უნდა ქნან მათ? “-ამბობს iPhone+” -ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრე რევაზიშვილი.

iPhone+ -ში განვიცხადეს,რომ Ge-store-ის ამჟამინდელ დირექტორს რამდენიმე თვის წინ მათ კომპანიაში სურდა მუშაობის დაწყება, რაზეც უარი მიიღო  და ახლა განვითარებულ მოვლენები შესაძლოა პირად ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს. ბრალდნებას უარყოფენ Ge-store-ში და ამბობენ, რომ მხოლოდ საკუთარი უფლებებისა და მომხმარებელბის შეცდომაში შეყვანის შეწყვეტა სურთ.

 

Ge-Store-ის გარდა საქართველოში Apple-ს კიდევ რამდენიმე ავტორიზებული  რესელერი ყავს. მათ შორისაა  Elit-Electronics, Alta, Hamaki. თუმცა, ეს კომპანიები დავაში არ ჩანან. 

ნოკა ბაინდურაშვილი“ყველამ იცის, რომ არაავტორიზებული პროდუქცია აქვს iPhone+-ს და მგონია, რომ ეს უფრო არალიცენზირებული დილერების პრობლემაა. უხეშად რომ ვთქვათ, ფალსიფიცირებულად ხდება ამ პროდუქციის გაყიდვა. პირადად ჩვენ, კონკურენციას გვიწევს იმით, რომ დაბალი ფასები აქვთ. ფასზე ორიენტირებული მომხმარებელი ყოველთვის მხოლოდ ფასით იღებს გადაწყვეტილებას,  თუმცა არის მომხმარებელი, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული. ამიტომ, ვერ გეტყვით, რომ ჩვენ განსაკუთრებულად გვირყევენ რეპუტაციას. მომხმარებელმა იცის ვინ ავტორიზებულია,  და ვინ არა. ვფიქრობ,  უკეთესი იქნება აქტიური კამპანიის წამოწყება ჩვენივე პროდუქციის მხარდასაჭერად.”,- ამბობს “Elit Electronics”-ის პიარ მენეჯერი ნოკა ბაინდურაშვილი.

დასალევი

ახალი სპორტული სასმელი Shadow Beverages-გან

ბავშვის საწოლი

იკეა 9 თვეში ბავშვის საწოლს გაჩუქებთ