WhatsApp-მა iPhone-ის მომხმარებლებს ცხოვრება ცოტათი გაუმარტივა. უახლესი განახლებით (ვერსია 25.8.74) აპლიკაცია ეფლის სისტემასთან ინტეგრაციას სთავაზობს მათ. ეს იმას ნიშნავს, რომ WhatsApp თქვენს iPhone-ზე, როგორც შეტყობინებების, ისე სატელეფონო ზარების მთავარ აპლიკაციად შეგიძლიათ, აქციოთ. შემდეგ კი იგი შეტყობინებისა და დარეკვის პარამეტრებში გამოჩნდება.
ამისათვის შემდეგი ნაბიჯები უნდა გაიაროთ: Settings > Apps > Default Apps > აქ კი დარეკვისა და შეტყობინებების ველებში WhatsApp დაგხვდებათ. როგორც კი გააქტიურებთ და ტელეფონის ნომერს ჩაწერთ მოწყობილობაში, იგი ავტომატურად WhatsApp-ს გახსნის და არა, ეფლის სხვა ჩაშენებულ აპლიკაციებს.
თავდაპირველად ეფლმა განაცხადა, რომ ეს ფუნქცია მხოლოდ ევროკავშირის მომხმარებლებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, მაგრამ მოგვიანებით გაგვიმხილა, რომ ფუნქციით ყველა მომხმარებელი შეძლებს სარგებლობას, რომელსაც iOS 18.2 ექნება.