ანიმაციური ემოჯი ერთ-ერთი ის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს ახალ iPhone X-ში განსაკუთრებულად მოსწონს. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის, გრემის დაჯილდოებისთვის, სარეკლამო კამპანია ბრენდმა სწორედ ამ ფუნქციის დახმარებით მოამზადა. Apple-მა საზოგადოებას ჯილდოსთვის ნომინირებული სიმღერები Stir Fry და Redbone თავისი ანიმაციური ემოჯის ფორმების შესრულებით შესთავაზა, რითიც კიდევ ერთხელ შეახსენა მომხმარებელს, რამდენად სახალისოა მათი გამოყენება.
https://www.youtube.com/watch?v=5GUc4FewMjk
https://www.youtube.com/watch?v=hS18Zxpd6E0












