თუ Apple-ის ყველაზე ძვირადღირებული „სმარტფონის“ შეძენა გადაწყვიტეთ, iPhone X Tesla საუკეთესო ვარიანტია. მოდელი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და მზის ენერგიაზე მუშაობს. ანუ ტელეფონი მზის სხივებით ან ელექტრო ნათურის სინათლეზე იტენება.
iPhone X Tesla-ს დიზაინი რუსულ აქსესუარების კომპანია Caviar-ს ეკუთნის. როგორც ამბობენ, მათი ინსპირაციის წყარო ეკო – მეგობრულ პანელიანი Tesla-ს ავტომობილი იყო და ეს „სმარტფონის“ ვიზუალზეც აისახა. ახალი მოდელი უკვე იყიდება და Apple-ის ტელეფონებს შორის ყველაზე ძვირი, $4,590 ღირს.
„iPhone X Tesla ენერგიას პირდაპირ ჰაერიდან იღებს და ეს ყველაზე სუფთა ენერგიაა, რაც კი არსებობს“.
აღსანიშნავია, რომ ახალი „სმარტფონი“ ოქროს დეტალებითაა გაფორმებული და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, დავარდნისას არ ტყდება. რეალურად, iPhone X Tesla უფრო „ლაქშერი“ ჩიხოლია, რომელსაც, დამატებით, ტელეფონის ფუნქცია აქვს.
წყარო: DesignTAXI