მას შემდეგ, რაც Apple-ის ბოლო სმარტფონი iPhone X გამოვიდა და უკვე ოფიციალურად გაყიდვაშიც ჩაეშვა, მომხმარებელმა საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტის შემოწმება აქტიურად გადაწყვიტა. სმარტფონის პრეზენტაცია ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორიც მისი ახალი ფუნქციები, ფოტოების გადაღების სტუდიური ეფექტი, ეკრანი, ხმა, უსადენო დამტენი და რაც მთავარია, Face ID. Apple-ის განცხადებით iPhine X-ს სისტემა იმდენად დაცული და სრულყოფილია, რომ მილიონიდან მხოლოდ ერთი შანსია, რომ უცხომ თქვენ სმარტფონს ბლოკი მოხსნას. სწორედ ამ თეორიის შემოწმება გადაწყვიტა გასართობმა მედია პლატფორმა Mashable-მა ახალ ექსპერიმენტში. სისტემის დაცულობის მოსატყუებლად ბრენდმა თითქმის იდენტური ტყუპები მოიწვია. სმარტფონში მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის სახის მონაცემები შეიყვანა, ხოლო მეორეს ბლოკის მოხსნა სთხოვა. მილიონიდან ერთის რა გითხრათ, მაგრამ თუ სახლში ტყუპისცალი გყავთ, ტელეფონში არასასურველ პირად ინფორმაციას ნუ გააჩერებთ, რადგან როგორც აღმოჩნდა, iPhone X ტყუპების კავშირის წინააღმდეგ სრულიად უძლურია.