9
Oct
2018

iPhone Xs და iPhone Xs Max „ბილაინში“ ერთჯერადი გადახდითა და განვადებით იყიდება 

9 Oct 2018

„ბილაინის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე ახალი iPhone Xs და iPhone Xs Max უკვე იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ ავრცელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, „სმარტფონების“ შეძენა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24 თვიანი განვადებით.

Apple-ის „სმარტფონის“ ყიდვისას მომხმარებელი „ბილაინისგან“ საჩუქრად მიიღებს 64GB-დან 256GB-მდე მობილურ ინტერნეტს, ტელეფონის მეხსიერების მოცულობის მიხედვით. მობილური ინტერნეტი პროპორციულად, 1 წლის განმავლობაში, ან განვადების ხანგრძლივობის მიხედვით დაირიცხება“.

„ბილაინის“ წარმომადგენლების თქმით, 24 თვიანი განვადება მათი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებაა .

„განვადებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც „ბილაინის“ მაღაზიებში, ისე ვებგვერდიდან. ამასთან, განვადების დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და ყოველთვიურად ბანკში მისვლა არ სჭირდება“.

რაც შეეხება უშუალოდ სმარტფონს, „ბილაინი“ მომხმარებლებს 6 სხვადასხვა მოდელს სთავაზობს:

iPhone Xs Max 64GB Space Grey: ფასი – 3,899₾, 24 თვიანი განვადებით – თვეში 180,37₾;

iPhone Xs Max 64GB Silver: ფასი – 3,899₾, 24 თვიანი განვადებით – თვეში 180,37₾;

iPhone Xs Max 256GB Space Grey: ფასი 4,399₾; 24 თვიანი განვადებით – თვეში 204,12₾;

iPhone Xs 64GB Space Grey: 3,499₾; 24 თვიანი განვადებით – თვეში 163,93₾;

iPhone Xs 64GB Silver: 3,499₾; 24 თვიანი განვადებით – თვეში 163,93₾;

iPhone Xs 64GB Gold: 3,499₾; 24 თვიანი განვადებით – თვეში 163,93₾.

[R]

განხილვა