in

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები iPhone 12-ის პრეზენტაციიდან!

დღეს 13 ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ Apple საზოგადოებას ახალი პროდუქტით წარუდგა. პრეზენტაციის პირველი ნაწილი HomePod Mini-ს დაეთმო. სახლის ჭკვიანი დინამიკი Homepod უკვე ბევრისთვის კარგად ნაცნობია, ამ განახლებით კი, მნიშვნელოვან საკითხებს გაესვა ხაზი. HomePod Mini-ს ახალი დიზაინი და ფორმა აქვს, მრგვალი ფორმა – 360 გრადუსიან საუნდ სისტემას უზრუნველყოფს.

“ეფლმა”, წლების მანძილზე, ერთგვარი ტრადიცია დაამკვიდრა და ის, ყოველწლიურად, ორი ან მეტი სხვადასხვა კატეგორიიის iPhone-ს უშვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრენდი ზრუნავს როგორც “პრო” მომხმარებლებზე, აგრეთვე, ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც უფრო მეტად გავრცელებული და ყოველდღიურია.

5G ინტერნეტი, რომელიც საბოლოოდ რეალური გახდა, ახალი აიფონების მთავარი თემაა. უკომპრომისო სიჩქარე, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო უკვე რეალურია. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, სხვადასხვა გასართობი თამაში, AR სისტემა და ციფრული რეალობის დევაისი რეალურ დროში შეძლებენ დაკავშირებას.

iPhone 12 არის ყველზე პატარა, ყველაზე თხელი და მსუბუქი 5G ტელეფონი სამყაროში.

ინოვაცია, რომელიც ახალი აიფონშია, უამრავ დეტალს მოიცავს: კერამიკული დამცავი ზედაპირის მქონე ეკრანი, რომელიც iPhone 12-ს აქვს, მას 4-ჯერ უფრო რთულად გატეხვადს ხდის, წყლისა და მტვრის ნაწილაკებისგან დაცვა მეტად გაუმჯობესდა, უფრო სწრაფი Face ID და Haptic Touch კი, მას ძალიან კომფორტულ მოწყობილობად აქცევს. iPhone 12-ს შეუდარებლად სწრაფ პერფორმენსს A14 ჩიპი განაპირობებს.

iPhone 12 გამოდის მწვანე, წითელ, თეთრ, შავ და ლურ ფერებში. iPhone 12 Mini ანალოგიური მონაცებით, თუმცა დრამატულად მცირე ზომის ფორმით გვხვდება: ახალი HomePod Mini-ის ფასი 99$ იქნება და მის შეძენას 16 ოქტომბრიდან შეძლებთ.

დღევანდელი ღონისძიებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ახალი აიფონების პრეზენტაცია იყო.

6.1” ინჩიანი iPhone 12 და 5.4” ინჩიანი iPhone 12 Mini

გარდა iPhone 12-ისა, ეფლმა პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაუთმო მოწყობილობას, რომელიც “Pro Level” გამოცდილებას გვპირდება, ეს არის iPhone 12 Pro, რომელიც ამ დრომდე შეუდარებელ სისწრაფეს, კამერას და პროცესორის ტექნოლოგიას მოიცავს.

ახალი სწორგვერდიანი დიზიანი ოთხ ფერშია, ახალი გრაფიტის და მშვიდი ლურჯის კომბინაციას, ვერცხლისა და ოქროს ფერიც ემატება.

სუპერსწრაფი 5G ინტერნეტის და A14 Bionic ჩიპის კომბინაციით, აიფონმა მიაღწია კონსოლის დონის გრაფიკას სხვადასხვა რთული ანიმაციის მქონე თამაშებში.

Pro კამერის სისტემა კი ახალ iPhone 12 Pro – ში შეუდარებელია, ახალი 1.6 f ზომის დიაფრაგმა 27% ით მეტ სინათლეს იჭერს, რაც 87% ით უკეთ იღებს ბნელ გარემოში ფოტოებს.

ახალი კამერების პროფესიონალური სისტემა წარმოუდგენელი იქნება RAW ფორმატის გარეშე, ახლა უკვე აიფონით გადაღებული სურათების დამუშავება უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი, სხვადასხვა ძლიერი პროგრამების საშუალებით.

Dolby Vision ვიდეოს ხარისხით კი შესაძლებელია მომხიბლავი და 60%-ით უფრო ფერადი ვიდეოს გადაღება.

iPhone 12 Pro ასევე ორი ზომითაა წარმოდგენილი: 6.7” ინჩიანი iPhone 12 Pro Max და 6.1” ინჩიანი iPhone 12 Pro.

iPhone-ების ეს ახალი სერია, მრავალი სიახლით გამოირჩევა. ბევრისთვის კარგად ნაცნობი MagSafe ტექნოლოგიის დამტენი, ამჯერად, აიფონისთვის ვიხილეთ, რომელიც მასში ჩამონტაჟებული მაგნიტების საშუალებებით უმაგდრება ახალ აიფონს 12 – ს და მას 3 ჯერ უფრო სწრაფად ტენის ვიდრე სტანდარტული 5 ვატიანი დამტენი,

ეფლი ერთ-ერთი ყველაზე “მწვანე” კომპანიაა, ისინი 2030 წლისთვის ნულოვან დაბინძურებას გვპირდებია. ახალი აიფონებს აღარ მოჰყვება ტრადიციული დამტენი 5 ვატიანი ადაპტერი და კაბელიანი ყურსასმენები. ამ ფაქტით ახალი აიფონების შეფუტვა გაცილებით უფრო მცირე ზომის არის. ახალ iPhone-ებს Lightning to USB C კაბელი მოჰყვება.

iPhone 12-ის საწყისი ფასი 699$-ია.
iPhone 12 Pro-სი – 999$.

ინვესტიციის ანბანი – გიორგი ფაილოძე

ვინ არიან ჟიურის ქართველი წევრები, რომლებიც ADC*E-ის ფესტივალზე შეაფასებენ ნამუშევრებს?