23
Sep
2013

26 სექტემბრიდან iPhone 5c და iPhone 5s თბილისში გაიყიდება

23 Sep 2013

საქართველოში პირველი iPhone 5s -ის ექსკლუზიური მოდელი 5 555 ლარად უკვე გაიყიდა.

კვირის ბოლომდე,  iPhone 5c –სა და  iPhone 5s –ის შეძენა თბილისის სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში იქნება შესაძლებელი, ფასი კი, დაახლეობით, 1 555 ლარიდან დაიწყება.

iphone5s-5c

“ელიტ ელექტრონიქსის” პიარ მენეჯერ ნოკა ბაინდირაშვილი თქმით, მათ ქსელში  iPhone 5c და  iPhone 5s 26 სექტემბრიდან გაიყიდება, თუმცა, რომელი რა ეღირება  ჯერ არ ასახელებს.

iPhone 5c და  iPhone 5s ჩვენთან ხუთშაბათიდან გაიყიდება. ფასებზე ახლა ვერაფერს გეტყვით. ჯერ მხოლოდ 16 GB  – იანი გვექნება”. პირველი ექსკლუზიური მოდელი 2 დღის წინ გაიყიდა ”  iPhone + ”-ში. მაღაზიაში ამბობენ, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მომხმარებლები უკვე “შეკვეთებსაც” აძლევენ, ზოგ მათგანს ორი ან სამი ტელეფონის შეძენაც სურს.

”ეს იყო შავი  iPhone 5s, დახლზე დადებიდან, დაახლოებით 10 წუთში გაიყიდა 5 555 ლარად. ეს ექსკლუზიური მოდელი იყო. ორივე ახალი მოდელი ქსელში 28 სექტემბრიდან გამოვა. iPhone 5s – ის ფასი – 1 555 ლარი იქნება (16 GB  – იანი),  32 GB  – იანი ეღირება – 1 777,  64 გბ – იანი კი – 1 999 ლარი. ჯერ- ჯერობით ვერაფერს გეტყვით რა ფასი ექნება  iPhone 5c “ – ამბობენ  ”  iPhone + ”-ში.

კიდევ ერთი ქსელი, სადაც რამდენიმე დღეში  iPhone -ის ახალი მოდელები გაიყიდება “ზუმერია”.  გენერალური დირექტორი ლევან გაფრინდაშვილი ამბობს, რომ   iPhone 5c  და  iPhone 5s,  5-7 დღეში უკვე მათ მაღაზიებშიც გამოჩნდება.

“რაც შეეხება ფასებს, წინასწარ ვერ გეტყვით. ყოველ დღე იკლებს მათი ღირებულება. ველოდებით, რომ მეტ –ნაკლებად სტაბილური გახდეს ფასი, გვინდა ძალიან ძვირი არ იყოს და ისე შევთავაზოთ მომხმარებელს”.

მსოფლიოს მასშტაბით  iPhone 5c და  iPhone 5s ამ დრომდე მხოლოდ კანადასა და აშშ-ში იყიდება.

განხილვა

7 Responses

  1. 07/11/2019

    here

    eraxcvcjh lwocp tmralgf csjj ozmjnymdkajlqbk

  2. 19/11/2019

    … [Trackback]

    […] There you can find 58320 additional Info to that Topic: marketer.ge/iphone5cs/ […]

  3. 23/11/2019

    … [Trackback]

    […] Find More Information here on that Topic: marketer.ge/iphone5cs/ […]

  4. 28/11/2019

    … [Trackback]

    […] Here you will find 11237 more Info on that Topic: marketer.ge/iphone5cs/ […]

  5. 28/11/2019

    … [Trackback]

    […] Read More to that Topic: marketer.ge/iphone5cs/ […]

  6. 30/11/2019

    … [Trackback]

    […] Read More Info here on that Topic: marketer.ge/iphone5cs/ […]

  7. 30/11/2019

    … [Trackback]

    […] Read More here to that Topic: marketer.ge/iphone5cs/ […]