in

iPhone 6s-ის პაროდიული ვიდეორგოლი Jimber Jam-ისგან

მართალია, სარეკლამო რგოლებში Apple თავის პროდუქტებს იდეალურად წარმოაჩენს, მაგრამ სტუდია Jimber Jam–ის თანამშრომლებს iPhone 6s ფუნქციებში ეჭვი მაინც შეეპარათ. მათ გადაიღეს პაროდია უკვე არსებულ რეკლამაზე, რომელშიც ოსკაროსანი ნილ ჰარისი მონაწილეობს.

მსახიობი ორიგინალი ვიდეოს სიუჟეტს იმეორებს და Siri–ს ხმოვან დამხმარეს მადლობის ტექსტის ციტირებას სთხოვს. Siri ვერ პოულობს ტექსტს, ვერ ხვდება რა გააკეთოს და საბოლოოდ ვერაფერსაც ვერ ასრულებს.  ადვილია გაბრაზდე უსულო ნივთზე, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და რომლისგანაც ბევრს ელი. 

 

კულინარიული ექსპერიმენტი და სკანდალური “გაბრაზებული” ბურგერი McDonald’s–ის მენიუში

რა ახალი სარეკლამო სტრატეგიები აქვთ ქართულ სადაზღვევო კომპანიებს?!