Apple-მ გადაწყვიტა გაგაოცოთ, გაგახაროთ, აღგაფრთოვანოთ და მოგაჯადოვოთ. არც იფიქროთ თვალების დახამხამება, არც გვერდზე გახედვა, დაძაბეთ თქვენი ყურადღება და დათმეთ თქვენი დროის მხოლოდ 107 წამი!
თიმ ქუქი, ფარელი და ჯეიმს ქორდენი წარმოგიდგენთ iPhone7-ს! ვიდეოს პირობის მიხედვით, კატეგორიულად გვეკრძალება თვალის დახამხამება! ახალ მოდელს ერთი კამერა დაემატა ბრწყინვალე ციფრული და ოპტიკური ზუმით, სამაგიეროდ, სად არის ყურსასმენის ჯეკი?! აიფონ 7-ს ის არც სჭირდება, რადგან სპეციალურად ახალი მოდელისთვის, უკაბელო ყურსასმენები წარმოგვიდგინეს!
დეტალები? ამას თავად უნდა უყუროთ და შემდეგ გვითხრათ, არის თუ არა ეს “ტექნოლოგიური შედევრი” თქვენი ყურადღების ღირსი?!
https://www.youtube.com/watch?feature=share&v=GeoUELDgyM4&app=desktop
თვალები? თიმ ქუქმა დააგდო მიკროფონი და უკვე შეგიძლიათ ახამხამოთ, რამდენიც გინდათ.
P.S. სამსუნგის ფანებმაც ხომ არ შეიცვალეთ გემოვნება?!