აქ არის ის, რასაც უკვე დიდი ხანია, ველით. Apple-ის პატენტები დაახლოებით ათწლეულის განმავლობაში თავს არიდებს ტექნოლოგიებს, რომლებიც დასაკეცი ტელეფონების იდეის გარშემო ვითარდება. კომპანიამ დააპატენტა მოძრავი დეტალები და მოქნილი მინის ტექნოლოგიები. ადამიანები ამტკიცებენ, რომ ეს დეტალები ნამდვილად იქცევა მასობრივი წარმოების “დასაკეც iPhone-ად”.
ვიდრე ახალი მოწყობილობის რეალურ სახეს ვიხილავთ, შეგვიძლია, უბრალოდ ვივარაუდოთ, როგორი იქნება დასაკეცი “აიფონი”. როგორც ჩანს, დიზაინერსა და იუთუბერ Technzo Concept-ს უკვე წარმოდგენილი აქვთ მისი ვიზუალური მხარე.
Technizo Concept-მა, LetsGoDigital-თან თანამშრომლობით, IPhone Flip შექმნა, რომელიც Samsung Galaxy Z Flip-ის ფორმატს იმეორებს, თუმცა მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოწყობილობა დაახლოებით iPhone 12 Pro Max-ის ზომისაა, მაგრამ “გამყოფი ხაზის მეშვეობით”, მისი გადაკეცვაა შესაძლებელი, რაც სმარტფონს უფრო კომპაქტურს ხდის. ასევე, ამ გზით მობილური ტელეფონის ლეპტოპის ფორმატით გამოყენება შეგეძლებათ.
ახლა ძალიან პოპულარულია წარსულის ფოტოებში აღბეჭდილი ადგილების თანამედროვე დროში გადაღება. დასაკეცი “აიფონი” კი საშუალებას მოგცემთ, სრულად იდენტური გამოსახულება მიიღოთ – ერთდროულად დააკვირდეთ ძველ გამოსახულებასა და კამერის ობიექტში მოქცეულ რეალობას.
საიდუმლო ინფორმაციების გამავრცელებელმა, ცნობილმა ჯონ პროსერმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, დასაკეც “აიფონი” რეალობას შეესაბამება, მას 2023 წლამდე ვერ ვიხილავთ. მისი თქმით, Apple აუცილებლად შიდა დაკეცვის მექანიზმს აირჩევს, ნაცვლად გარე დაკეცვისა.
და ბოლოს, თუ უკვე გაგიჩნდათ მისი შეძენის სურვილი, გირჩევთ ფულის დაზოგვა დღეიდან დაიწყოთ!