in

რა ხდება, როცა Apple საყვარელი ადგილის გადაღებას გთხოვთ?

Apple-ს რომ თქვენთვის საყვარელი ადგილის ფოტოს გადაღება ეთხოვა, რას გადაიღებდით? პირველი რა გაგახსენდებოდათ? მოდით, სანამ ამას მოიფიქრებთ, ვნახოთ, რა გადაიღეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც Apple-ის თხოვნა რეალურად შეასრულეს. დიახ, კომპანიამ ფოტოგრაფებს ტელეფონების გამოყენება მათთვის საყვარელი ადგილების გადასაღებად სთხოვა, ამის მიზეზი კი სწორედ ფოტოგრაფიის დღე იყო. 

აქ თქვენ ნახავთ კორეელი ფოტოგრაფის იონგ-ჰო კვონის მიერ ავსტრალიის სანაპიროზე გადაღებულ მზის ჩასვლის კადრებს, ფოტოგრაფისა და დიზაინერის დენ ტომის საოცარ ფერებს, რომელიც ზაიონის ეროვნულ პარკშია გადაღებული. ამასთან, ჰელენ სულას ფოტოს მამონტის ტბებსა და დანიელ ტრიასის პარიზს. აქვე, ვენდი ანდრადის შავ-თეთრი ფოტოც მიგიზიდავთ, რომელიც რიო დე ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზეა გადაღებული. 

ჰელენ სულა, მამონტის ტბები
იონგ ჰო, ქებლის სანაპირო, ავსტრალია
დენ ტომი, ზაიონის ეროვნული პარკი, ამერიკა
დენიელ ტრიასი, პარიზი
ვენდი ანდრადი, კოპაკაბანას სანაპირო, ბრაზილია

ბოლოს კი რაშედ ალ ალაჯმის საუკეთესო კადრი შემოვინახეთ — ალ სალმის უდაბნოში გადაღებული ვარსკვლავებით სავსე ცა.

რაშედ ალ ალაჯმი, ალ სალმის უდაბნო

ნიკ ოფერმანი Bosch-ის ახალ კამპანიაში — “What Hard Workers Deserve”

“Made In” — მიკერძოება ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის