in

აი, როგორია ბუნებით შთაგონებული საშობაო შეფუთვა

Ipirotissa ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასტრონომია საბერძნეთის ბაზარზე. დღეს კი მისი 2022 წლის საშობაო სეზონის შეფუთვასა და ქაღალდის ჩანთების სერიის დიზაინს წარმოგიდგენთ.

BOG
BOG

კონცეფცია ასეთია: „მზის სხივები აყვავებულ ბუჩქებს მისწვდა და გაანათა. შემდეგ პეპლები გამოჩნდნენ და მზის სინათლეზე ოქროს შეფერილობა მიიღწეს. ამას მოჰყვნენ ტოტზე მსხდომი ჩიტები. ასე დაისადგურა შობის დღესასწაულმა ჩიტების, პეპლებისა და ყვავილების გვერდით, მზის ქვეშ და ადამიანების გულებში“.

ამ პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტო Antonia Skaraki-მ გადაწყვიტა, საშობაო სულისკვეთება დახვეწილი, ელეგანტური ფორმით გადმოეცა. ამისათვის კი მუქ მწვანე ფონზე ფრინველების ილუსტრაციები დაიტანეს. ცხადია, ფერი ახალი წლის სეზონთან ასოცირდება — თანაც, ერთგვარი „ბანალურობის“ თავიდან ასარიდებლად, წითელი არ გამოიყენეს, როგორც დღესასწაულთან ასოცირებული ყველაზე გავრცელებული ფერი. მთლიანობაში, ილუსტრაცია ციფრულად არის შექმნილი შერეული მედიის სტილში. ხაზები მოგვაგონებს ტრადიციული მელნის ნახატებს, ხოლო დაფერვა სპეციალურ ციფრულ სტილშია შესრულებული.

HONOR უკვე საქართველოშია!

„თავისუფლება უპირველესად აზროვნებაა…“ – ევექსი კლინიკების გზავნილი, დათო ტურაშვილთან და მაია აბაშიძესთან ერთად