in

იპოვე შენი ერთგული მეგობარი

ახალი ონლაინ პლატფორმა ცხოველებზე მზრუნველი ხალხისთვის

ინტერნეტ სივრცეში უამრავი განცხადებაა ცხოველების ზრუნვა-პატრონობის, გაჩუქება-აყვანის, ყიდვა-გაყიდვის, დართვის ან აქსესუარის შესახებ. ინფორმაცია, მეტწილად გაფანტულია სხვადასხვა ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში.

მიუხედავად მრავალი განსხვავებული ჯგუფისა, მომხმარებლის მოთხოვნისამებრ ჯიშების სორტირება და ერთიანი ბაზის სახით წარმოდგენა აქამდე ვერ ხერხდებოდა.

გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, dogdog.ge-ის პლატფორმის მიზანი მზრუნველი ადამიანებისა და ცხოველების ერთმანეთთან დაკავშირების მარტივი და კომფორტული სერვისის შექმნა იყო. რამდენიმე კვირის წინ კი ვებგვერდი dogdog.ge სატესტო რეჟიმიდან, სრულად სამუშაო რეჟიმში გაეშვა.

Dogdog.ge წარმოადგენს საერთო სივრცეს, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სახეობის ცხოველი, ფრინველი, ამფიბია თუ რეპტილია. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ განცხადება საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე განათავსონ ან მოიძიონ: დაკარგულ ცხოველზე ინფორმაციის, მზრუნველობის აღების, პოვნის, გაჩუქების თუ ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

მრავალფეროვან განცხადებებთან ერთად, პროექტში თანდათანობით ერთვება ვეტ. კლინიკების მომსახურება, ზოომაღაზიები, ცხოველისთვის განკუთვნილი აქსესუარები, გამსეირნებლის მომსახურება, ჰენდლერი, ტრენერი და სხვა.

Dogdog.ge-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უსახლკარო და მზრუნველობას მოკლებული ცხოველებზე ზრუნვაა. აქედან გამომდინარე, ე. წ. „მეტისების“ შესახებ განცხადებები სპეციალური „❤“-ის ფორმით ითაგება, მეტი ყურადღებისთვის.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმაზე რეგისტრაცია და განცხადების დადება უფასოა. ფასიან მომსახურებას მხოლოდ ე. წ. „VIP განცხადება“ ითვალისწინებს, რომელსაც მომხმარებელი რეგისტრაციის პროცესში სურვილისამებრ უთითებს.

„როგორც ახალი პლატფორმა, ახალი გამოწვევებით, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი წამოწყება უამრავი ცხოველს და მზრუნველ პატრონს დააკავშირებს ერთმანეთს.

Dogdog.ge-ის კარი ღიაა ნებისმიერი ცხოველთა ინტერესების დამცველთათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ მნიშვნელოვან საქმეში უკვე ღირსეული წვლილი მიუძღვით“, — ამბობენ მისი დამფუძნებლები.

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

Google AI სამყაროში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს