9
Jan
2020

ინტერაქტიული ტელევიზია, ანუ სასტუმროს ნებისმიერ სერვისზე პულტით წვდომა

9 Jan 2020

„თუ ადრე ეს იყო დამატებითი ფუნქცია და ფუფუნების საგანი, ახლა ინტერაქტიული, სასტუმროზე ბრენდირებული IPTV არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სერვისი, რომელიც ყველა საშუალო და მაღალი დონის სასტუმროში უნდა იყოს“, – ამბობს ანტონ შავთვალიშვილიIT კომმპანია SNSის გაყიდვების ვიცე პრეზიდენტი. ამ მოსაზრების არგუმენტად კი, საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდა მოჰყავს და მათი სტუმარმასპინძლობის მოლოდინი საქართველოში ჩამოსვლისას.და რა არის IPTV? – ესაა ინტერაქტიული ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც, სასტუმროს სტუმრებს ძალიან მარტივად, პულტითვე შეუძლიათ სხვადასხვა სერვისით სარგებლობა, მაგალითად: სასტუმროს რესტორნიდან კერძის ოთახში გამოძახება, მასაჟი ან სპა თერაპიის დაჯავშნა, ღვინის მარანზე ინფორმაციის მიღება, სხვადასხვა ტურის დაჯავშნა თუ მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამინდის პროგნოზი. გარდა ამისა, სათხილამურო კურორტების სასტუმროებზე მორგებული სპეციალური ფუნქცია, სადაც სტუმარს შეუძლია, რეალურ დროში ტელევიზორიდან ნახოს, რა ხდება სასრიალო ტრასაზე (თოვლის რაოდენობა, დატვირთულობა) და სხვა მრავალი ფუნქცია (სერვისების ჩამონათვალი სრულად ნახეთ ბმულზე).

ყველაფერი კი დაიწყო ასე: 2011 წელს, სამმა ტექნიკური გამოცდილების მქონე მეგობარმა – სატელეკომუნიკაციო და აიტი სფეროში გამოცდილმა ექსპერტებმა – IT კომპანია შექმნა, რომელსაც რთულ და საინტერესო IT პროექტებზე უნდა ემუშავა.

ერთ-ერთი პროექტი იყო სასტუმრო, სადაც ლოკაციის გამო, ჩვეულებრივი ტელევიზიის გამოყენება შეუძლებელი იყო. ამიტომაც, ალტერნატიული გადაწყვეტილების მოძებნა მოგვიწია და ამ პროცესში ბრიტანული კომპანია აღმოვაჩინეთ, რომელიც ბაზარზე საუკეთესო IPTV გადაწყვეტილებას აწარმოებს.

შემდგომ შეთავაზებები რამდენიმე სასტუმროსთან დავაგზავნეთ და აღმოჩნდა, რომ საქართველოში, სასტუმროს მფლობელებს IPTV-ზე მოთხოვნა ჰქონდათ და ჩვენ სწორ დროს სწორ ადგილას სწორი პროდუქტით აღმოვჩნდით.

იმის გამო, რომ ბაზარზე, პრაქტიკულად, ვერცერთი კომპანია ვერ სთავაზობდა მათ პრობლემის სრულ გადაწყვეტას და სასტუმროებს უწევდათ პროფესიონალების საზღვარგარეთიდან დაქირავება, ჩვენი შესაძლებლობებით – IPTV-ს ფუნქციონალითა და მოხმარების სიადვილით – ბაზარზე ლიდერები გავხდით, – ანტონ შავთვალიშვილი.

M: ანტონ, უფრო გარკვევით რომ აგვიხნათ, რა არის თქვენს მომსახურებაში უნიკალური?
მოკლედ რომ ვთქვათ, ხარისხი, სისწრაფე და სიმარტივე არის ჩვენი მთავარი უპირატესობები.

დღესდღეობით, COTT Hotelier IPTV არის ტექნოლოგიურად მოწინავე, ამავდროულად, მარტივად დასაინტეგრირებელი მოწყობილობა. და რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ „მარტივს“ – სხვა სისტემებისგან განსხვავებით, COTT Hotelier საჭიროებს მხოლოდ ერთ სერვერს, რომელიც ყველაფერს მოიცავს და საშუალებას გვაძლევს:

  •  სასერვერო ოთახში დიდი სივრცე არ დაიკავოს (რომელიც ხშირად შეზღუდულია);
  • მარტივად დავაინსტალიროთ და სულ რამდენიმე დღეში გავუშვათ;
  • რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, სისტემის ცენტრალიზებულობა ხელს გვიწყობს, პრობლემა სწრაფად გამოვლინდეს და შესაბამისად, სწრაფადვე აღმოიფხვრას.

სერვისებს ავტომატური განახლების ფუნქცია აქვს და ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მომხმარებლებზე მორგებულ მომსახურებას ქმნის, ამავე დროს, სასტუმროს მენეჯმენტის ცხოვრებასაც საგრძნობლად ამარტივებს. 

ჩვენი IPTV- დიზაინი იქმნება პერსონალურად თითოეული სასტუმროსთვის, რომ სრულად მორგებული იყოს მათზე.

M: მოგვიყევით თქვენს კლიენტებზე… ვინ არიან ისინი? და თუ შეგიძლიათ, კომპლექსური პრობლემის გადაჭრის კუთხით, თქვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გაგვიზიაროთ…
ჩვენი კლიენტები არიან როგორც პატარა ბუტიკ სასტუმროები, ისე საშუალო და დიდი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები.

რაც შეეხება ჩვენს ერთ-ერთ ძალიან დიდ მიღწევას, ესაა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სასტუმრო ORBI-ს აპარტ ოტელებში 10 000-ზე მეტ ნომერში COTT ინტერაქტიული ტელევიზია დავაყენეთ.
დღეს, ORBI-ს სტუმრებს, ტელევიზორის ჩართვისას, შეუძლიათ არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება ტაუერის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე, ასევე ამ სერვისებთან ინტერაქცია ნომრიდან გაუსვლელად. გარდა ამისა, სპეციალურად „ორბისთვის“ შემუშავებულმა აპლიკაციამ მათ ვიზიტორების ნაკადების მართვის პრობლემა გადაუწყვიტა – ესაა სწრაფი Check – out სისტემა, რომელიც  რეცეფციას განტვირთავს.

M: როგორ გგონიათ, ფუნქციონირების განმავლობაში, როგორ შეიცვალა თქვენი, როგორც IT კომპანიის როლი ბაზარზე? გვიამბეთ მიმდინარე გამოწვევებსა თუ განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებულ ხედვებზე…
ამ მომენტისათვის შეკვეთების უწყვეტი ნაკადები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ 1 წლის წინ თუ მხოლოდ დისტრიბუტორები ვიყავით, დღეს, ამ სტატუსს გავცდით, რადგან ჩვენი დეველოპმენტ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე მორგებული ახალი ფუნქციების შექმნაზე მუშაობს. ტელევიზიაზე გეტყვით, რომ თვითონ სისტემა მუდმივად ვითარდება და ჩვენი მომხმარებლები, ექსკლუზიურ წვდომას იღებენ ამ განახლებებზე.

2020 წელს, ვგეგმავთ, ჩვენს აუდიტორიას ვიდეოანალიტიკის მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეძლებს, სხვადასხვა დაწესებულებას მის მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს:

  • ადამიანების ტრაფიკი  და მათი კლასიფიცირება წლოვანებით, სქესითა და სხვა პარამეტრებით;
  • ტრაფიკის კონვერსიები გაყიდვებში და სხვა მრავალი ფუნქცია, რომლებიც შემდეგ დამუშავდება.

ასევე, ვმუშაობთ რამდენიმე დიდი კომპანიის პირად დაკვეთაზე და მათ ინდუსტრიულ პროგრამას ვუმზადებთ.

[R]

განხილვა